ისტ-ის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ანა კალანდაძის ცხოვრება და მოღვაწეობა
ლექსი ,, ფეხი დამადგით“-გარჩევა
|
საგანი
მასწავლებლის სახელი,გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
ირმა ქვარცხავა
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო, IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
3 მოსწავლე,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ
მყავს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან და შეაჯამებენ ანა კალანდაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას
და განიხილავენ მის ლექსს-,,ფეხი დამადგით.“
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები
|
ქართ.IX.5.მოსწავლეს
შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.IX.6 . მოსწავლეს შეუძლია
პრობლემურ ან
სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
ქართ .IX.11.მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
ისტ.ტექნ.V.1.
სხვადასხვა სახის ისტ საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და
კვლევის პროცესში.
ისტ. ტექ.V.2.ისტ
საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,შენახვისა და ორგანიზების
დროს.
ისტ.ტექ.V.3.სხვადასხვა
სახის ისტ საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები წინა კლასებიდან იცნობენ ანა კალანდაძის პოეზიას.
ინტერნეტი(მოძიება,შენახვა ),ტექსტური რედაქტორის გამოყენება(ტექსტის
შეყვანა და რედაქტირება,ცხრილის ჩასმა და ფორმატირება).
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1. მისალმება -
( დრო 2 წთ)
მოსწავლეებს ვესალმები და შემდეგ ვაცნობ თემის მიზანს.
აქტივობა 2 . წინარე ცოდნის
გააქტიურება ( დრო 7 წთ)
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის შემოწმება.
აქტივობის მეთოდი :პრეზენტაციის წარდგენა.
მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მოეძიებინათ ინფორმაცია ანა კალანდაძის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ისტ-ის გამოყენებით
შეესრულებინათ დავალება POWER POINT -ში.
მოსწავლეები წარადგენენ შესრულებულ პრეზენტაციას.http://irmaqvarcxava.blogspot.com/
აქტივობა 3.ვიდეოს ჩვენება -(დრო
4 წთ)
ვაჩვენებ ვიდეო მასალას,სადაც
გადმოცემულია ანა კალანდაძეზე ინფორმაცია.
აქტივობის მიზანი: გაეცნონ მწერლის ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომელიც
წინასწარ მაქვს მომზადებული, ვიდეოს ვაჩვენებ მოსწავლეებს პროექტორით დიდ
ეკრანზე.
ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს.
აქტივობა 4. კითხვების დასმა.
( დრო 5 წთ)
დავსვამ შემაჯამებელ კითხვებს
ვიდეოს გარშემო.
აქტივობის მიზანია პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოძიებული
ინფორმაციის შეჯამება.
აქტივობა 5 .ლექსის გაცნობა
.( დრო 15 წთ.)
მოსწავლეებს ვაჩვენებ აუდიო მასალას ,სადაც ანა კალანდაძე თვითონ კითხულობს საკუთარ ლექსს https://www.youtube.com/watch?v=VzZnsciiD_Q
მიზანი: ლექსის სიღრმისეული წვდომა.მოსწავლეებს ვაცნობ ლექსს-,,ფეხი დამადგით“.
მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ აღნიშნული ლექსი და მოძებნონ თუ ვინ არის
ისტორიული მოღვაწე.
მოსწავლეები უპასუხებენ ჩემს მიერ
დასმულ კითხვებს:
1.ვის ეძღვნება ლექსი?
2.როდის მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი?
3.სად არის დასაფლავებული დავით მეფე?
4.რას ნიშნავს ეპიტაფია?
აქტივობა 6. შეჯამება .( დრო 10 წთ)
აქტივობის მეთოდი: პროგრამაWord_ ში ლექსის გადაწერა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
აქტივობა 7. საშინაო დავალება. (დრო 2 წთ)
მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალების ინსტრუქციას.პროგრამა Word-ში
დაწერონ ესე-,,ჩვენი სიამაყე-დავით აღმაშენებელი“
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმსაზღვრელი,განმავითარებელი.
საპრეზენტაციო უნარების შეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი.
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მეცხრე კლასის ქართული
ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო ,დაფა,კომპიუტერი.პროექტორი
,კროსვორდი.
ელექტრონული რესურსები:
burusi.wordpress.com/2009/05/30-ana
kalandaZe
Yotube.com/watch?V=VzZnsciiDQ
|
მასწავლებელი
თარიღი:18.10.2019 წელი
რეფლექსია
18.10.2019 წელს IX კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩავატარე გაკვეთილი
ისტ-ის გამოყენებით.გაკვეთილის თემა იყო ანა კალანდაძის ცხოვრება და შემოქმედება-ლექსი
-,,ფეხი დამადგით“.
ჩემს მიერ ჩატარებული
გაკვეთილის მიზანი იყო ისტ-ის ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების
და ვიზუალური მასალის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება.
გაკვეთილის დაგეგმვისას
გამოვიყენე 3 აქტივობა ისტ-ის საშუალებით.
1.
სლაიდ-შოუს მომზადება Poverpoint-ში
2.
ლექსის გაცნობა
და ანა კალანდაძეზე აუდიო მასალის ჩვენება
3.
ლექსის პროგრამა Word-ში გადაწერა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
გაკვეთილი გამოვიდა მეტად საინტერესო.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი
კითხვა-პასუხში,დისკუსიაში,გამოიყენეს კომპიუტერული პროგრამები და შეძლეს საკითხის
საინტერესოდ და სახალისოდ წარმოჩენა.
გაკვეთილზე
გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება. ყველა აქტივობა წარიმართა
გეგმის მიხედვით,დაცული იყო დროის ლიმიტი.მიზნობრივად გამოვიყენეთ სასწავლო რესურსი.
21.10.2019.წელი
|
ირმა ქვარცხავა
|
No comments:
Post a Comment