პროექტის ხელმძღვანელი
- ირმა ქვარცხავა
|
რაიონი/სოფელი - სსიპ
სენაკის მუნიციპალიტეტი უშაფათის საჯარო სკოლა
|
საგანი-ქართული
ენა და ლიტერატურა
|
კლასი-IX
|
მოსწავლეთა
რაოდენობა -3 მოსწავლე
/სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ გვყავს
|
პროექტის თემა-
,,დანაშაული და სასჯელი“.
|
პროექტის განხორციელების
დრო- ორი კვირა-29.10.2019წ.-12.11.2019წ.
|
პროექტის აქტუალობა-დღეს მოზარდთა დანაშაულებათა
რიცხვმა
საგრძნობლად იმატა. სამწუხაროდ,
ჩვენი მოსწავლეები არ ითვალისწინებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ოჯახის, ქვეყნის და სკოლის წინაშე.შეგნებულად თუ შეუგნებლად
დანაშაულის მსხვერპლნი ხდებიან. არა
აქვთ გაცნობიერებული,რა არის შეცდომა და რა არის დანაშაული.რიგ შემთხვევებში მოქმედებენ
იმპულსურად,რაც სავალალო შედეგამდე მიდის.უჭირთ დანაშაულის აღიარება
|
პროექტის მდგრადობა:
ნებისმიერი ბავშვი აუცილებლად წააწყდება ცხოვრებაში სხვადსხვა სახისა და შინაარსის
პრობლემას.თუ ბავშვი მშობელზე დამოკიდებული გაიზრდება და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს
მას დასახმარებლად.სხვას არავის აქვს იმდენი სიბრძნე ,რომ ყოველთვის შეძლოს სხვისი
პრობლემების საუკეთესოდ მოგვარება.უნარების აქტიური მოსმენა და კონფრონციის- წარმატებით გამოყენება გაზრდის უპრობლემო არეს.
|
ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნები:
Ø იყოს
კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე;
Ø შეძლოს
დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილების მიღება;
Ø შეძლოს
კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით მიზნები და შედეგები:
ქართ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია
დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადაო ან პრობლემურ
საკითხებზე.
|
პროექტის მისაღწევი
მიზნები/შედეგები/ :
პროექტის მიზანია,თანამშრომლობის, დისკუსიის კამათის ხელოვნების დაუფლება.კამათის
და საკუთარი აზრის არგუმენტირება.არგუმენტირების დასაბუთების უნარის გამომუშავება.მოსწავლეებმა
გაარკვიონ,რას ნიშნავს ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი.როგორ აარიდონ თავი მოსალოდნელ და მოულოდნელ დაშაულს.როგორ უნდა შექმნან
მშვიდობიანი ცხოვრებისათვის აუცილებელი გარემო. როგორ უნდა დაძლიოს მოზარდის შინაგან
სამყაროში აგრესია,ძალადობა,ბულინგი.მოზარდებმა შეძლონ განსაზღვრონ, რა არის უფლება,
აკძალვა, პასუხისმგებლობა, კანონი და რა არის აუცილებელი მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის.
|
მოსალოდნელი
შედეგები: მოზარდები ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ პასუხს გასცემენ მათთვის საინტერესო
კითხვებზე.ფაქტობრივად გაუფართოვდათ თვალსაწიერი,გააცნობიერებენ,რას
ნიშნავს იყო მოქალაქე.მიეჩვევიან პრობლემის დასმას, გაანალიზებას და შეფასებას.მიიღებენ
სინთეზურ და არა დისკრეტულ ცოდნას. გაიზრდება მათი პასუხისმგებლობის გრძნობა.
|
ამოცანები: მიზნის მისაღწევად დავსახეთ რამოდენიმე ამოცანა.თითოეული
ამოცანა შევარჩიეთ პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.პირველ რიგში გადავწყვიტეთ
თანამშრომლობა
|
რამოდენიმე საკითხი,კერძოდ:
Ø რა
სახის დანაშაულს სჩადიან დღევანდელი მოზარდები და რითი შეიძლება იყოს ეს გამოწვეული
Ø რა
მოყვება დანაშაულს
Ø რას
ნიშნავს სასჯელი დამნაშავე მოზარდისათვის
Ø მიზანს
ემსახურება სასჯელი
|
წამოჭრილი თემები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, რომ მათ გამოთქვეს სურვილი,უფრო კარგად გაეანალიზებინათ
ეს პრობლემა,გამოეხატათ საკუთარი პოზიცია და გაეგოთ როგორც თავიანთი კლასის მოსწავლეების
,ასევე სხვა კლასის მოზარდების აზრიც.მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე და დავგეგმე
სოციალური პროექტი -,, დანაშაული და სასჯელი“
|
თემის შინაარსი:
IX კლასის მოსწავლეებმა
შეისწავლეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“. ნაწარმოების ანალიზის დროს საინტერესო თვალსაზრისი
გამოითქვა მოწავლეების მხრიდან.
1)
ის,რომ გაუცხოება და ბრაზი ოჯახში
სულაც არ არის გარდაუვალი იმ დროს, რომ მოზარდები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფიან,რომ
ზოგიერთ ოჯახში ქარტეხილისა და სტრესის პერიოდი არის - მოზარდობა.
2)
,,პრობლემური ბავშვი“ შეგნებულად
თუ შეუგნებლად დანაშაულის მსხვერპლი ხდება და სავალალო შედეგამდე მიდის.
თხზულების ქვეტექსტები დავუკავშირეთ ამ თანამედროვე
პრობლემებს და დავსვით რამოდენიმე საკითხი
კერძოდ:
1. რატომ ადანაშაულებენ მშობლებს,როგორც ახალგაზრდობის
ყველა პრობლემის ,
ასევე იმ პრობლემების
გამო,რომლებსაც ის საზოგადოებას უჩენს;
1. იმ ბავშვების
გამო,რომლებსაც დამახინჯებული ფსიქიკა აქვთ,რომლებიც ნარკოტიკების ან სუიციდის მსხვერპლნი
ხდებიან;
2. მკვლელი მოზარდების,კრიმინალების აღზრდისათვის;
3. მოსწავლეთა წარუმატებლობისა და ცუდი საქციელისათვის.
სამივე თემა საინტერესო
აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. გადაწყვიტეს მშობლის, მასწავლებლის როლი გაეთავისებინათ, გამოეკვლიათ რა შეეშალა მშობელს,
მასწავლებელს და როგორ გამოასწორონ მათ ეს
შეცდომა. წარმოედგინათ თავი მასწავლებლის,მშობლის ამპულაში და შეეფასებინათ არსებული სიტუაცია.
გადავწყვიტე
დავხმარებოდი მოსწავლეებს და დავგეგმეთ სოციალური პროექტი -,,დანაშაული და სასჯელი“
მოსწავლეებს გავუნაწილე თემები:
საბა ბოჯგუა - IX კლასის მოსწავლე - ,,მშობლის როლი“ /დასახა პრობლემის გადაჭრის გზები/.
ალექსანდრე
ჯაიანი -IX კლასის მოსწავლე-- ,,მასწავლებლის როლი“/დასახა კონფლიქტის გადაჭრის გზები/.
გიორგი მუნჩავა - IX კლასის მოსწავლე-მსჯელობა
სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ ისინი
წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და კლასთან ერთად იმსჯელებენ და გამართავენ დისკუსიას
ამ თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლე საბა ბოჯგუა -
აცხადებს,რომ
ადამიანი დაბადებიდანვე უნიკალურია,თუმცა ჯერ კიდევ არ არის პიროვნება, ვინაიდან
პიროვნებად არ იბადებიან, პიროვნებად ყალიბდებიან. პიროვნება ვითარდება საზოგადოებაში,
ადამიანებთან ურთიერთობისას. ამ დროს ადამიანი სწავლობს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი,
იძენს სხვებთან თანაარსებობის უნარ-ჩვევებს, უყალიბდება ხასიათი და ნებისყოფა.
რატომ ვხედავთ
მშობლებში მტერს ?
მიუხედავად იმისა, მშობელი სრულ პასუხისმგებლობას
იღებს უმწეო ჩვილის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე, საზოგადოების სრულფასოვან წევრად
აღზრდაზე. მშობლებს და შვილებს აქვთ ორმხრივი სიყვარულის და პატივისცემაზე დაფუძნებული
ურთიერთობა. ამბოხის პერიოდი მაინც არის ჩვენთვის გარდატეხის ასაკი, როდესაც ჩვენ
დამოუკიდებლობისაკენ მივისწრაფით.
ჩვენ ამბოხს ვაწყობთ არა მშობლების წინააღმდეგ,
არამედ მათ მიერ გამოყენებული აღზრდის დესტრუქციული მეთოდების წინააღმდეგ. არ მოგვწონს
მშობლების მხრიდან ემპათიის გარეშე მოსმენა, აგრეთვე ის
რომ არ გვაძლევენ შესაძლებლობას , თვითონვე დავიკმაყოფილოთ საკუთარი მოთხოვნები.
რა მოაქვს მშობლის
ძალაუფლებას?
ჩვენი მხრიდან
- წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა , ამბოხი, ბრაზი, მტრობა, აგრესია, შურისძიება,
სიცრუე, გრძნობების დამალვა, სხვების დადანაშაულება, საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა,
ღრუბლებში ფრენა, რეგრესია.
ამ
თემაზე გავმართეთ დისკუსია და საბოლოოდ დასკვნა გამოვიტანეთ ,
პრობლემა
გადავჭერით ,,უდანაკარგო“ მეთოდით
- 1 ) ბავშვებს ისე უნდა მოვექცეთ , როგორც დიდებს.
2 ) მშობლებმა
საკუთარი განწყობა- დამოკიდებულება უნდა შეცვალონ.
არსებითად ინტერპერსონალური კომუნიკაცია და
კონფლიქტის გადაჭრა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია კონპრომისის გზით.
მოსწავლეები ამბობენ ,რომ ბავშვები არ უნდა
მივაწყვდიოთ ჩიხში. რადგან ასეთმა მოპყრობამ
შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ფსიქიკას.
მოსწავლე
ალექსანდრე ჯაიანი -
ნებისმიერი ბავშვი აწყდება ცხოვრებაში სიტუაციებს,რომლებსაც
გულგატეხილობა, იმედგაცრუება , ტკივილი და სტრესი მოსდევს. პრობლემები შეიძლება დაკავშირებული
იყოს მეგობრებთან , და-ძმასთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან გარე სამყაროსთან და
საკუთარ თავთან, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებზე გარკვეულწილად ზემოქმედებენ,
ფუჭდება ურთიეთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.ისინი ისე გვესაუბრებიან, თითქოსდა
დაგვცინიან. გვამცირებენ თანატოლებთან,მათთვის ,,მინიჭებულ“ ძალაუფლებასა და ავტორიტეტს
იყენებენ ჩვენი ქცევის მანიპულირებისა და კონტროლისათვის.ისინი ჩვენგან წესების დაცვას
მოითხოვენ.ამ წესების დარღვევისათვის ვისჯებით, რაც მტკივნეულია ჩვენთვის.
ჩემი აზრით,მოსწავლეთა
მხრიდან, ღია და გულწრფელი კომუნიკაცია იშვიათი
გამონაკლისის გარდა არცერთ მასწავლებელს არ ახარებს. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც
მასწავლებელი უსამართლოდ და უპატივცემულოდ გვექცევა მოსწავლეებს. ჩვენს სკოლაში დადებითია
ის გარემოება,რომ არავინ გვართმევს სამოქალაქო უფლებებს- სიტყვის, საკუთარი სურვილის
მიხედვით ვარცხნილობის, ჩაცმის სტილის არჩევის თავისუფლებაც გვაქვს. პრობლემის გადაჭრის
გზა არის შემდეგი.მასწავლებლებმა არ გამოიყენონ ძალა და ძალადობა ბავშვებთან. გვანდონ ბავშვებს საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა
და თვითდისციპლინა. თუ ამგვარი პრობლემის
წინაშე აღმოვჩნდებით და ამ პრობლემების გადაჭრაში
დაგვეხმარებიან , ბავშვები სულიერ წონასწორობას შევინარჩუნებთ და უფრო ძლიერები
და თავდაჯერებულები გავხდებით. თუ მხარდაჭერას
ვერ ვიგრძნობთ, ემოციური პრობლემები გაგვიღრმავდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევიმუშავეთ
პრობლემის გადაჭრის გზა. აქტიური მოსმენა-ბავშვზე ზეგავლენის ისეთი მეთოდია, რითაც
ისინი თავად პოულობენ საკუთარი პრობლემის
გადაჭრის გზებს.
მოსწავლე გიორგი მუნჩავა -
ბევრი ბავშვი მოზარდობაშიც და ზრდასრულობაშიც
მორჩილი და დამთმობი რჩება, მათ საკუთარ
თავზე გამოსცადეს მშობლების, მასწავლებლების ძალაუფლების უკიდურესი ფორმები და შიში
აქვთ ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ისინი მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან ,უარს
ამბობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე, ეშინიათ კონფლიქტის , საკუთარი შეხედულებების დაცვის
. სწორედ ასეთი მოსწავლეები ხდებიან ფსიქიატრების კაბინეტში. ამ დროს ბავშვს არ შესწევს ძალა მოერგოს მისსავე გარემოში
არსებულ ძალებს, მას შინაგანი ხმა კარნახობს,
რომ გაქცევა უსაფრთხოა.
დისკუსიისას საკლასო ოთახში მოსწავლეების
მიერ გამოითქვა აზრი , რომ დღეს არავინ ამახვილებს ყურადღებას ბავშვის
ცვლილებებზე, ახალ სოციალურ მოთხოვნებზე
, ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის წინააღმდეგობაზე . ჩვენ ბავშვები დაუმორჩილებლები, მეამბოხეები და დამოუკიდებლები ვხდებით თუ ურთიერთობისას ჩვენს მიმართ სასჯელს
იყენებენ. რა თქმა უნდა ამ დროს უფროსებს მტრული ქცევით ვუპირისპირდებით.
|
წინარე ცოდნა -
მოსწავლეებს შეუძლიათ პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი) და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება,აქვთ თანამშრომლობის,საკუთარი
აზრის გამოთქმის,მოსმენის უნარი.
|
რესურსი:
1.
MASTSAVLEBELI.GE- თომას გორდონი როგორ გავხდე კარგი მშობელი
2.
MASTSAVLEBELI.GE - მასწავლებლის წიგნი -ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში
|
რეფლექსია
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
IX
კლასში განვახორციელე სოციალური პროექტი ,,დანაშაული
და სასჯელი“. პროექტის იდეა თვით მოსწავლეებისაგან წამოვიდა მას შემდეგ,რაც შევისწავლეთ
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები ,,სარჩობელაზედ“.
ამით გვსურდა
პარალელი გაგვევლო მოზარდებისა და უფროსების ურთიერთობას შორის პრობლემასთან.
მოსწავლე საბა ბოჯგუამ- მოზარდებისა და მშობლის ურთიერთობებს
შორის არსებულ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მოსწავლე
გიორგი მუნჩავამ- თანატოლებთან არსებულ
კონფლიქტზე და ამ კონფლიქტის გადაჭრის გზებზე
ისაუბრა.
მოსწავლე ალექსანდრე ჯაიანი- მოსწავლესა და მასწავლებლის
ურთიერთობას შორის დამოკიდებულებაზე, ასევე
პრობლემების არსებობის შემთხვევაში მის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროექტში,რაც
გამოიწვია ჩვენი სკოლის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებამ ბულინგზე, კონფლიქტზე თანატოლებს
შორის, რამაც ერთგვარი ცრემლებიც კი მოგგვარა ბავშვებს.
ავღნიშნავ,რომ მე მივაღწიე დასახულ მიზანს,მოსწავლეებმა
გააღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,შეძლეს ინფორმაციის მოძიება, დახარისხება
და დასკვნის გამოტანა.
დისკუსიის დროს ვმსჯელობდით, ჩამოაყალიბეს
და გადმოსცეს საკუთარი აზრები და შეხედულებები.გაიაზრეს ,რომ როგორც მშობლებმა, ასევე
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმაც უნდა ისწავლონ აქტიური მოსმენა,საჭიროა ინტერპერსონალური
კომუნიკაცია და კონპრომისზე წასვლა.
ამ პროექტის დადებითი მხარეა ის ,რომ შესაძლებელი
გახდა ბავშვებს განუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა,თვითდისციპლინა და თანამშრომლობის
გრძნობები შიშის გარეშე,რომ ,,შეზღუდვის დაწესება“
შეიძლება საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს ამბოხის, ტყუილის, ზიზღის სახით.
კონფლიქტის გადაჭრა ყველგან მნიშვნელოვანი
საკითხია, ამ დროს ურთიერთობა სულ უფრო დემოკრატიული ხდება თანატოლებსა და უფროსებთან
ურთიერთობისას.
მოსწავლეების თვითშეფასება მაღლდება, ისინი უფრო
თავდაჯერებულები ხდებიან და არ ირთგუნებიან იმ გრძნობით, რომელიც მუდამ არსებობს ავტოკრატულ
ოჯახში ,სკოლაში.
პროექტის განხორციელებისას
მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე უკუკავშირის მეთოდებს,რაც იყო ნაყოფიერი თანამშრომლობის
საფუძველი.
დისკუსია იყო
ცოცხალი, ვიმსჯელეთ ყველა შესაძლო ვარიანტებზე,
ახლებურად გავიაზრეთ მასალა.ამ დროს მოსწავლეებს განუვითარდა კამათისა და საკუთარი
აზრის დასაბუთების უნარი.დადებითად ვაფასებ დისკუსიას იმ მხრივ, რომ გაიზარდა მოსწავლეთა
ჩართულობის ხარისხი და აქტივობა.
მოსწავლეთა შეფასებას ვახდენ იმ კრიტერიუმებით,რომლებიც წინასწარ მქონდა შემუშავებული
და განსაზღვრული. პროექტის შეფასების რუბრიკები
მოცემულია დანართი 1 და დანართი 2.
დანართი 1
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
დანართი 2
|
No comments:
Post a Comment