Monday, November 18, 2019

                        სოციალური  პროექტი
პროექტის ხელმძღვანელი:  ირმა ქვარცხავა
რაიონი/სოფელი-სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: x კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა-15 მოსწავლე.სსმ მოსწავლე არ მყავს
პროექტის თემა: ჩემი ქალაქი
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი 4 ნოემბერი
                                                       დასასრული  18 ნოემბერი

პროექტის აქტუალობა :
     სენაკის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მიმოხილვა და ბუნების სწავლება მნიშვნელოვანია,რადგან ეს არის ადგილი, სადაც ვშობილვარ, გავზრდილვართ ...
პროექტის მიზანი: მოსწავლემ გაიღრმავოს ცოდნა,მიიღოს მეტი ინფორმაცია, შეიქმნას სრულყოფილი წარმოდგენა საკუთარი მუნიციპალიტეტის წარსულსა და აწმყოზე.
სტანდარტი: ქარ.x.4. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს თანაკლასელების ზეპირ მოხსენებებს
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·        მსჯელობს იმის შესახებ,თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი(შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება;საუბრის თემის გამოკვეთა;მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის.
ქართ.X.13. მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამოდენიმე წყაროს მიხედვით
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·        ირჩევს თემას;
·        მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს.
მოსალოდნელი შედეგი:მოსწავლეებში მიძინებული ეროვნული გრძნობა ერთბაშად გაიღვიძებს, საღად და გააზრებულად შეხვდებიან  საკუთარი ქალაქის წარსულს,აწმყოსა და მომავალს.მოუფრთხილდებიან ოდესღაც დიდი სიყვარულითა და სასოებით ნაგებ ისტორიულ ძეგლებს,რომელთაც დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე. მოსწავლეები მიხვდებიან აგრეთვე იმას,რომ წარსული, აწმყო და მომავალი ერთად უნდა მიაბიჯებდეს,რათა ამის გარეშე ვერ შეიქმნება ნათელი მომავალი.
ამოცანები :
  1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
  2.ჯგუფის წევრებზე ფუნქციების განაწილება
  3.გეგმით დასახული საკითხების  განხორციელება
  4.მონიტორინგი
    5.შეფასება
პროექტის განხორციელება:
    პროექტი- ,,ჩემი ქალაქი ითვალისწინებს მოსწავლემ მიიღოს,შეიქმნას სრულყოფილი წარმოდგენა საკუთარი მუნიციპალიტეტის წარსულსა და მომავალზე. პროექტის დავალების შერჩევის პროცესში აქტიურად ჩავრთე მოსწავლეები.ისინი ირჩევდნენ იმ დავალებას, რომელთა შესრულებაც ხელეწიფებოდათ.პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განაწილების შემდეგ შევუდექით დაგეგმილი სამუშაოს შესრულებას.
      პირველი ჯგუფის მოსწავლეები  მოიძიებენ ინფორმაციას ქალაქის წარმოშობის შესახებ:სამეგრელოს რეგიონში სენაკის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ადგილი უჭირავს,სადაც თავს იყრის სამურნეო-ეკონომიკური ტრადიციების კერები.
      სენაკის მუნიციპალიტეტში რიონისპირა მასივებში გადიოდა ბერძენიში შარა( ბერძენის გზა) ფაზისამდე.
       1857 წელს სამეგრელოს სამთავრო სამ ოლქად დაიყო: ზუგდიდის,სენაკის და ლეჩხუმის.
       სენაკის ოლქის რუსი მმართველობა დაბინავდა სენაკის მახლობლად ქვაშიხორში,ელიზბარ და მენიკი დადიანების სასახლეში.
 1867 წელს რუსეთის იმპერატორმა,ალექსანდრე ნიკოლოზის ძემ დაამტკიცა ინგლისელ კაპიტალისტების-პარკინსისა და გრედერ ბაუერის-რკინიგზა ,,ფოთი-თბილისის პროექტი და მშენებლობა ფოთიდან დაიწყო.სადგური ნოსირში განიზრახეს ,მაგრამ ამ ტერიტორიის მფლობელმა ბატონიშვილებმა უარი თქვეს,ამიტომ თეკლათელმა ხეციებმა ინჟინერს შესთავაზეს სადგურის ადგილი დღევანდელი სადგურის ტერიტორიაზე.
       რკინიგზის სადგურის მშენებლობამ განაპირობა ახალი სამაზრო ადმინისტრაციული ცენტრის წარმოქმნა და 1870 წლიდან ახალ პუნქტს დაერქვა ,, ახალი სენაკი“.
      განსაზღვრავენ სენაკის გეოგრაფიულ მდებარეობას, სიდიდესა და საზღვრებს: სენაკის მუნიციპალიტეტის კოორდინატებია ჩ.გ 40˚ 17՛ და ა.გ 40˚  01՛.მუნიციპალიტეტს აქვს წაგრძელებული ფორმა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთისაკენ.აღმოსავლეთ წერტილი ემიჯნება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემს ჩრდილოეთით,დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტს მდინარე ხობის წყალთან,უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ.ახუთთან,სამხრეთით კი ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საზღვრებს.სენაკის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის: ზემო ჭალადიდი,ახალსოფელი,თეკლათი,ნოსირი,ძველისენაკი,მენჯი,უშაფათი,ფოცხო,ეკი,ხორში,ნოქალაქევი,ლეძაძამე,კოტიანეთი,ზანა.
     ქ.  სენაკის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 49 მ-ია.შავ ზღვას დაშორებულია 39 კილომეტრით,ხოლო ფართობი არის 50 964 ჰა.
        პირველი ჯგუფის მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აგრეთვე, წიაღისეული სიმდიდრეების,რელიეფის და ჰავის  შესახებ.სენაკი ცნობილია მინერალური წყლებით,სამშენებლო მასალებით და მერგელებით.
ეკის მთის ზოგიერთი სერი  კირქვებისაგან არის აგებული, სადაც აღმოჩენილ იქნა მინერალი არაგონიტი.
   სენაკის მუნიციპალიტეტი რიონისპირეთიდან უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული.მორფოლოგიური ერთეულებია:დაბლობები,მაღლობები,ხეობები.რელიეფის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთი-მაღლობები და სერები.სამხრეთ ნაწილად-კოლხეთის დაბლობი,რომელიც დასერილია მდ. ცივიდან  მდ. ტეხურის შენაკადებით. ქალაქის მახლობლად არის შხეფის,კიკაჩონას, საბაზეთის, ზისხირიშ (სისხლის), სახარბედიოსა და საკირის მთები, შუშანიას სერი და სხვა.
მეორე ჯგუფის მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია-შიდა წყლებზე
 სენაკში გაედინება მდინარეები:ტეხური და ცივი.მდ. ცივი სათავეს იღებს ეკის მთის ჩრდილოეთიდან,სოფელ ბეთლემთან,სიგრძე 40 კმ-ია.
 მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს,სიგრძე 2-ჯერ აღემატება მდ. ცივისას.
მდ. ცივსა და ტეხურს ასაზრდოებენ პატარა მდინარეები და ღელეები:ფიცუ,დღურუ,ზანაძგა,უჩა ღალუ,ჭიჭე ღალუ,ეკუსკირი,კვარჩხანღალუ,ჩხარი,ფაქვა,ცანასკური,მენჯი,სკვერმენჯი,გურძემია, ნახური.
   დიდსა და პატარა მდინარეებს ასაზრდოებენ მიწისქვეშა და წვიმის წყლეები,მათი ჩამონადენი 90-100 ლ წმ-ში.
          ზამთარში არც მდინარე ცივი იყინება და არც მდინარე ტეხური.მიწისქვეშა წყლებიდან აღსანიშნავია მინერალური,კარსტული მტკნარი წყაროები.მინერალური წყლები თავმოყრილია მენჯის ტერიტორიაზე და გოგირდწყალბადიანსა და ქლორნატრიუმიან წყალთა ჯგუფს მიეკუთვნება. 1927 წელს ქიმიკოსმა კუბცისმა მენჯის მინერალურ წყლებს მეორე მაცესტა უწოდა.1931 წელს მენჯი გამოცხადდა კურორტად.მენჯის წყლის აბაზანები ცნობილი იყო გულსისხლძარღვთა სისტემის, სამოძრაო ორგანოების ,კანის, და სხვა დაავადებათა უებარ სამკურნალო საშუალებად.
                   კარსტული წყლები .
სოფელ საწულეისკირიოს მახლობლად მდებარე ,,ქვაბის წყარო“ დიდი გამოქვაბულიდან გამოედინება. ,,ქვაბის წყაროდან“ სათავეს იღებს მდ.ჩხარი.თერმული წყლები გვხვდება სოფ.სახარბედიოში,ლეძაძამეში, ფოცხოში,ნოქალაქევში,რომლის გამოყენება ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
                   სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პატარა ტბაც მდებარეობს: ტბა წყარი,ნანწყვი,ფართო წყარი.
    მესამე ჯგუფის მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციაა ხუროთმოძღვრული ისტორიული  ძეგლები
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 15 კმ -ის მანძილზე დაშორებულია იოანე ნათლისმცემლის ეკლესია,სადაც ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში თავს აფარებდა ბარის მოსახლეობა და მტრისთვის გადაულახავ ზღუდედ იქცეოდა. ეს ეკლესია განეკუთვნება შუა საუკუნეების ხანას.ამ ეკლესიის აგებისას გათვალისწინებულია თავდაცვითი მნიშვნელობა მტრის თავდასხმის დროს. მტრის შემოსევას აცნობდნენ ჯერ ხორშის ეკლესიას, შემდეგ სენაკის აღმოსავლეთით მდებარე კოშკებს.
1971 წელს აქ აღმოაჩინეს პართიის მეფის და რომის იმპერატორების სახელით მოჭრილი „ეკის განძი“ – I-III სააუკუნეებით დათარიღებული 900-ზე მეტი მონეტა.
  ტაძრის გალავნის შიგნით ხარობს საუკუნოვანი ცაცხვი,რომლის ჩრდილში დევს რკინის დიდი გრძელი  ძელი ,რომელსაც სამი უღელი კამეჩიც ვერ აწევს.ესაა ბოძი, რომელზეც გემებს აბამდნენ( ხალხური თქმულების მიხედვით). თქმულების თანახმად სამეგრელოსა და იმერეთზე შემოსევების დროს შემოსულ თურქებს დაუტყვევებიათ ვინმე ადამია,რომელიც თურქეთში წაუყვანიათ და ამ ბოძზე მიუბიათ. ადამიას ლოცვა დაუწყია:“წმინდაო იოანე ნაცლისმცემელო! მომეცი მე ისეთი ღონე,რომ ეს რკინის ბოძი ამოვაძრო მიწიდან,ავწიო და წავიღოო; აღგითქვამ,რომ მას  შევწირავ ჩემს სოფელში აგებულ ეკლესიას.
  ლოცვის დამთავრებისთანავე ადამიამ იგრძნო არაჩვეულებრივი ძალის მოზღვავება, ამოგლიჯა მიწიდან რკინის ბოძი,შეიგდო მხარზე,მიიტანა თავის სოფელში და შესწირა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას.
       თეკლათის დედათა მონასტერი
თქმულების  თანახმად მონასტრის ადგილას წინათ მდგარა პატარა ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა.
    შვიდ ქალს,რომელთა ხელმძღვანელი  ყოფილა სალომე თავდგირიძე, 1870 წელს ამ ტაძართან დაუარსებიათ დედათა მონასტერი.
1923 წელს მონასტრის სამრეკლო დაანგრიეს ქრისტიანული სარწმუნოების მტრებმა,მაგრამ მართლმადიდებელებმა იგი აღადგინეს.მონასტრის მომსახურე ქალები თავიანთი ღვთისმოსაობით ცდილობენ სიმშვიდე,სიმხნევე და რწმენა დაუბრუნონ მლოცველებს,რამეთუ დღეს ქვეყანას გადაარჩენს სამი რამ: რწმენა,სიმშვიდე და სიყვარული.
    შხეფის ციხე
შხეფის ციხე მთის წვერზე დგას.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მ-მდეა.მთის სამხრეთი კალთა ციცაბოა.მე-16 საუკუნის  სადადიანოში შხეფის ციხე  ყველაზე საიმედო ყოფილა.იგი ქვეყნის დაცვას ემსახურებოდა და მოსახლეობა რამდენჯერმე გადაურჩენია.
     მენჯის გორაკზე წამომართულია მთავარანგელოზის  ეკლესიადწოდებული ნაგებობა,რომელიც ასეთი უბედური შემთხვევის მოწმე ყოფილა:ადგილი,რომელზედაც ეს ეკლესიაა აგებული კუნძული ყოფილა,რომლის კალთებს ზღვის ძლიერი ტალღები ეხეთქებოდა.
   ზღვა საშინლად აღელვებულა.უზარმაზარ ტალღებს შორის ზღვის სივრცეში პატარა გემი გამოჩენილა,ღელვასთან შეჭიდებული დასაღუპად  ყოფილა განწირული.ეკლესიის დანახვისას გემის კაპიტანს ხელები ზეცად აღუპყრია და ლოცვასავით წარმოუთქვამს:,,ოღონდაც გადაგვარჩინე და დაბრუნებისას ამ ნაგებობას ტყვიის ფურცლებით გადავხურავ“.
არავინ უწყის,შეასრულა თუ არა აღთქმა მლოცვლელმა კაპიტანმა,ან გადარჩა თუ არა გემი, მაგრამ იმ მთაზე წამომართული ეკლესია დღესაც სიამაყით გასცქერის სივრცეს ოდესღაც ტყვიის ფურცლებით გადახურული.
 მთის კალთაზე ნაპოვნია გემის ღუზაც,რაც იმაზე მიგვითითებს,რომ აქ ნამდვილად ზღვა იყო.ახლა ამ ადგილას  მოქმედი ტაძარია,მაგრამ ზღვა არაა. ამჟამინდელი ტაძარი აგებულია ძველის ადგილას1908 წელს.ლეგენდის თანახმად ამ ადგილას თათრები იყვნენ გამაგრებული გაბატონების მიზნით.დიდთურქობისას გადამთიელ ვაჭრებს ტყვეები შეუძენიათ ჩვენს კუთხეში. მათ შორის ერთ-ერთი ულამაზესი ქალიშვილი ყოფილა ,რომელიც მწარედ მოთქვამდა თურმე. ტყვეებით მოვაჭრე ახალგაზრდა თურქს ირონიით უთქვამს მისთვის:,,თუ კი ყოვლის შემძლეა თქვენი მატყუარა ღმერთი, თხოვე მას,რომ ვერ გავემგზავროთ“. მომხდარა სასწაული ზღვა ისე აღელვებულა, რომ გემი ვერ გასულა  დარევიან მოძალადეებს და ამოუწყვეტიათ.ულამაზესი ქალიშვილი კი მონაზვნად აღკვეცილა მთავარანგელოზის ეკლესიაში.
        ნოქალაქევის ციხე-გოჯი
          ნოქალაქევის ციხე-გოჯი ისტორიული ციხე ქალაქი ყოფილა დასავლეთ საქართველოში, რომელიც ელიტურ ეპოქაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა.ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.ადრეულ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხე) უწოდებედნენ.იგი ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ.წ.III საუკუნის დასაწყისი) .მისი აგება განპირობებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით.
   542-562 წწ-შისპარსელებმა ციხე გოჯზე 3-ჯერ  მიიტანეს იერიში და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554 წ) .თუმცა ქალაქი ისევ ჩაუარდა ბიზანტიურ ლაზურ ძალებს.737-738 წწ-ში არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა გამუდმებული  ნგრევისა და გაპარტახების გამო ციხეგოჯი დაკნინდა დამცირე სოფლად გადაიქცა.
 მე-16  საუკუნეში დასასრულს ციხეში იმ დროისთვის ტრაგედია დატრიალებულა.,,განრისხა ღმერთი მიმია დადიანმა, წაართვა დედასა მისსა დაატყუევა და იყო ყრმა იგი განშორებისათვის დედისა თვისისა,და გარდმოგდო თავი თვისი ციხისა მისგან,და ესრეთ აღესრულა იგი“-ვკითხულობთ ქართლის ცხოვრებაში.ბიძამ თავისი ნორჩი ძმისწული შეამწყვდია ციხეში მისი ტახტის დაპატრონების მიზნით.1591წელს ამ ციხეში დაამწყვდიეს და აქვე გარდაიცვალა იმერეთის მეფე ლევანი,ძლეული და აქ დამწყვდეული მამია დადიანის მიერ.
მე-16 საუკუნეში ციხეგოჯმა ხელმეორედ აყვავება ჰპოვა,როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIIIსაუკუნეებში-ოდიშის მმართველთა დადიანთა რეზიდენცია.
   ინფორმაციის მოძიების და დამუშავების  შემდეგ გავმართეთ დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,თითოეულმა ჯგუფის ლიდერმა გააკეთა პრეზენტაცია.მათი წინადადებები ყურადღებით იქნა მოსმენილი და განხილული ,მათ მიერ დასმულ კითხვებზე ადეკვატური პასუხები იქნა გაცემული.






რეფლექსია

          პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფის თიოეულმა მოსწავლემ აირჩია იმ დონის დავალება,რომელთა შესრულება ხელეწიფებოდა,ამით მათ თავად განსაზღვრეს თავიანთი კონპეტენტურობის ზღვარი. დავალებების არჩევისას მოსწავლეები თავადაც ეცნობოდნენ თანაკლასელების დავალებებსაც(რაც მათი აზროვნების თვალსაწიერს აფართოებს).
მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად მიერ შესრულებული            სამუშაო,მოსწავლეებისათვის თვითრეალიზაციის დამატებითი  საშუალებაა.
          პროექტის დასასრულს მოვახდინეთ საკითხის შეჯამება,გავმართეთ დისკუსია,დავსვით დამაზუსტებელი შეკითხვები,რაზეც გავაკეთეთ  ეფექტური რეაგირება,რამაც დისკურსული აზროვნების განვითარებას შეუწყო ხელი.პროექტზე მუშაობისას მოძიებული და დამუშავებული მასალა საინტერესო აღმოჩნდა თანატოლებისათვის და მათ მიერ იქნა გამოთქმული სურვილი იმისა,რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
          მიზნის მისაღწევად ჩვენს მიერ დასახული სამოქმედო გეგმის განხორციელება შრომატევად სამუშაოს წარმოადგენდა და მასზე მოსწავლეები სკოლიდან თავისუფალ დღეებში მუშაობდნენ.
          პროექტზე მუშაობის მეთოდი გამართლებულია,რადგან მოსწავლეები აფასებენ,როგორც საკუთარ,ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას,თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს ანაწილებენ სხვადასხვა აქტივობებზე.
          პროექტზე მუშაობის დროს უარყოფითი იყო ის, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ  მეტი ინფორმაციის  მოძიება და მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია.
          

          პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეების შეფასების დროს გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება.

         პროექტზე მუშაობის დროს მივმართე GLEAR მეთოდს,რომელმაც ხელიშემშლელი წყაროების დასაძლევად რეკომენდაციების მიცემის საშუალება მომცა.
         პროექტისათვის საჭირო რესურსები:
1.     მერი გვასალია-(Ι ნაკვეთი)თბილისი 2000. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის სამეგრელოს სამხარეო ფილიალი ანრ.ჩიქობავას სახელობის სამეცნიერო ასოციაცია,,ლაზიკა“
2.     ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი -თბილისი 2016
ტექსტის ავტორი ანზორ სიჭინავა
3.     ინტერნეტ-რესურსები
4.     www.senaki.gov.ge
5.     Samedicinoturizm.blogspot.com













დანართი 1.


შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმი
          კარგი
საშუალო
უჭირს
მსჯელობს გამოთქვამს
მოსაზრებებს, ვარაუდებს.



არქიტექტურის სეხეებისა და შენობების მნიშვნელობის გაცნობიერაბა.



ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს



უჩვენებს სახელდახელო ნამუშევარს თანაკლესელებს და ატარებს პრეზენტაციას.



No comments:

Post a Comment