სოციალური პროექტი–,,ჟიული
შარტავა–ეროვნული გმირი“
სოციალური პროექტის
ხელმძღვანელი
|
||||||||||||
მასწავლებელი
– ირმა ქვარცხავა
|
||||||||||||
საგანი–ქართული ენა და ლიტერატურა
|
||||||||||||
რაიონი–
სენაკის მუნიციპალიტეტი
|
||||||||||||
სკოლა–სსიპ
სენაკის მუნიციპალიტეტი
სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
|
||||||||||||
თემის დასახელება
|
||||||||||||
,,ჟიული შარტავა–ეროვნული გმირი“
|
||||||||||||
კლასი–x
|
||||||||||||
პროექტის განხორციელების
დრო–2 კვირა. დასაწყისი– 23.09.-2019
წელი
დასასრული–04.10.2019
წელი
|
||||||||||||
აზროვნების ზედა
დონის უნარები დამოუკიდებლობა,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება,თანამშრომლობა,დაგეგმვა,კვლევა,ანალიზი,პრეზენტაციის
უნარ–ჩვევის გამომუშავება
|
||||||||||||
პროექტის აქტუალობა:
|
||||||||||||
მოსწავლეებში იმ თვისებების გაღვივება,რომელიც დაბადებიდანვე მათშია:
სიკეთე,სიყვარული,პატიოსნება,პატრიოტიზმი.
რადგანაც ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი დიდი იყო ,საჭიროდ ჩავთვალე
,რომ განმეხორციელებინა პროექტი - ,,ჟიული შარტავა ეროვნული გმირი ‘’.
საქართველოს ისტორია ძველი თუ უახლესი დახუნძლულია იმ ადამიანთა სახელებით,
რომლებიც საკუთარ სინდისთან გარიგებაზე არასოდეს
წასულან და ყველგან და ყველაფერში ზნეობრივი
იმპერატივებით ხელმძღვანელობდნენ. ბევრი ეს ადამიანი დაიფერფლა სამშობლოს წმინდა
საკურთხეველზე.ხალხმა ისინი გმირებად შერაცხა და სამართლიანად უწოდა ერის სინდისი.
|
||||||||||||
პროექტის მდგრადობა
–
|
||||||||||||
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია,რადგან ამ პროექტით მოსწავლეების
მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება–ჩამოყალიბება ხდება.ისინი ეცნობიან აგრეთვე
ეროვნული გმირის ბიოგრაფიას,მისი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო
ეპიზოდებს.
ამ პროექტის მიხედვით მოსწავლეები მიხვდებიან რომ,ჟიული შარტავას მიერ
განვლილი ცხოვრების გზა სიძნელესთან ჭიდილია,დიდი და კეთილი საქმეების უანგაროდ კეთების
გზაა,აღმშენებლობის,განგებისაგან უხვად ბოძებული ნიჭისა და ენერგიის უშურველად გაცემის
,კეთილშობილებისა და მიმტევებლობის შთამბეჭდავი მაგალითია.
|
||||||||||||
საგნობრივი სტანდარტები
|
||||||||||||
ქართ.X.1.მოსწავლე
მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
Ø დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის
საერთო პოზიციას.
Ø საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს
არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.
Ø სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი–დისკუსიას.
ისტ.V.მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები
შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან:
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ადგენს ცხრილს,რომელიც სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ
მნიშვნელოვან მოვლენებს და ფაქტებს მიაკუთვნებს შესაბამისს ისტორიულ ეპოქასთან
|
||||||||||||
პროექტის მისაღწევი
მიზნები:
|
||||||||||||
ადგილზე ნახონ და გაეცნონ ჟიული შარტავას მუზეუმში დაცულ
უნიკალურ ნივთებს,რადგან მუზეუმის პოპულარიზაციაა თვალსაჩინოების ადგილზე ნახვა და
შემეცნება.განუვითარდეთ მიღებული ინფორმაციის განზოგადების,სინთეზირების და დასკვნის
გამოტანის უნარი. გაეცნობიან არქეოლოგიურ მასალას და უძველეს ნაკეთობებს.მოსწავლეებს
ჩამოვუყალიბებ წარმოდგენას რუსეთის ოკუპაცირ რეჟიმზე.
|
||||||||||||
თემის შინაარსი
|
||||||||||||
27 სექტემბერს დირექტორის დავალებით მასწავლებლები უნდა შევსულვიყავით კლასებში, მოსწავლეებისათვის
უნდა მიგვეწოდებინა მოკლე ინფორმაცია სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით.აგრეთვე ჩაგვეტარებიმა
მინი ლექცია - ჟიული შარტავას პიროვნების შესახებ. მიწოდებულმა
თემამ მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის
დღეს ჟიული შარტავა დახვრიტეს,ამიტომ გადავწყვიტე
მოსწავლეებთან ერთად განმეხორციელებინა სოციალური პროექტი ,,ჟიული შარტავა–ეროვნული
გმირი“.
შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა:
1.მოგვემზადებინა,მოგვეპოვებინა ინფორმაცია ჟ.შარტავას ცხოვრებაზე და
მოღვაწეობაზე.
2.დავგეგმეთ ექსკურსია ქ.სენაკში ჟ.შარტავას სახლ–მუზეუმში და ჟ.შარტავას
სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
3.ჟ. შარტავას მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობა
4.გაგვემართა დისკუსია( საკლასო ოთახში) აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მოპოვებული ინფორმაცია ჟ.შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე (შინაარსის
მონახაზი)
ჟიული შარტავას ,როგორც პიროვნებას უამრავი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება
ჰქონდა.მისი საქართველოს კომკავშირის ცხოვრების მრავალი საყურადღებო პერიოდი იმითაა
მნიშვნელოვანი,რომ ისინი აჩვენებენ არა მარტო მაშინდელი რესპუბლიკის ახალგაზრდობის
ლიდერის ჭეშმარიტ სახეს,არამედ გარკვეულ წილად ხსნიან იმ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს,რომელიც
ურთულესი ბარიერის სახით აღიმართებოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების
გზაზე.მათ შორის უმწვავესია აფხაზეთის პრობლემა,რომელიც
ჟიული შარტავას ცხოვრების დასასრულის მიზეზიც გახდა.
ჟ.შარტავა მტკიცედ იცავდა პოზიციას,რომ აფხაზეთი საქართელოს
განუყოფელი ნაწილია,სადაც ქართველები და აფხაზები მრავალი საუკუნის მანძილზე
ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ და ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო,რათა არ დარღვეულიყო
ამ ორი ხალხის თანაცხოვრების ტრადიცია.იგი არის ადამიანი,ვინც საკუთარ სინდისთან გარიგებაზე არასოდეს წასულა და ყველგან
და ყველაფერში მხოლოდ ზნეობრივი იმპერატივებით ხელმძღვანელობდა.მძიმე იყო ჟიული შარტავას
ხვედრი,რომელმაც მოწამეობრივი სიკვდილით
ყველას დაუმტკიცა,რომ გმირობა და თავდადება არასოდეს არაა რომელიმე პოლიტიკური
მიმდინარეობის უპირატესი უფლება,იგი ღვთისგან ბოძებული ზნეობრივი და სულიერი სიმტკიცის
უმაღლესი გამოხატულებაა.მისი სახე საუკუნეები იცოცხლებს,როგორც სამშობლოს ერთიანობის,ერის
მთლიანობის,შეკავშირებისა და მომავალი გამარჯვების შთაგონების უშრეტი წყარო,როგორც
ჭეშმარიტი გმირობის სიმბოლო და ასევე უშრეტი წყარო,როგორც უკვდავების თანაზიარი.
|
||||||||||||
საკლასო ოთახში, უკვე მოძიებულ და დამუშავებულ მასალაზე დაყრდნობით გაიმართა
პრეზენტაცია.ამ დროს მოსწავლეებმა ზუსტად აღიქვეს სიტუაცია, დანარჩენები საუკეთესო
მსმენელები იყვნენ და გონივრულ დასკვნებს
აკეთებდნენ.
|
||||||||||||
2. ვიზიტი ქ.სენაკის ჟ. შარტავას
სახლ–მუზეუმსა და ჟ. შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
დავგეგმეთ გასახორციელებელი აქტივობები:
9სთ–ზე გასვლა–უშაფათი–სენაკი
11:20–14 :00 –მდე მუზეუმის დათვალიერება
14:00–15:30 სენაკის საკათედრო ტაძრის მონახულება.
15:45 ჟ.შარტავას მემორიალური
დაფის ყვავილებით შემკობა.
15:00 –17 :00 ქ.სენაკის რომელიმე კვების ობიექტში გაჩერება.
|
||||||||||||
2019 წლის 27 სექტემბერს დილის 9:00 მოსწავლეები შეიკრიბნენ სოფლის ცენტრში(სკოლასთან).ვიზიტი
სენაკში განხორციელდა დაგეგმვის მიხედვით.ექსკურსიაზე იმყოფებოდა 10 მოსწავლე,1 მშობელი
და 1 მასწავლებელი.
მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები,გააკეთეს ჩანაწერები.სკოლაში
დაბრუნების შემდეგ გავმართეთ დისკუსია მოხდა განხილვა და მიზეზ–შედეგობრივი კავშირის
დადგენა.
|
||||||||||||
|
||||||||||||
რესურსი:ფოტოაპარატი,ბლოკნოტი ჩანაწერებისათვის,კალამი,კომპიუტერი, პროექტორი,ინტერნეტი,თაბახის
ფურცლები,მარკერები.
ადამიანური რესურსები
|
||||||||||||
|
რეფლექსია
პროექტის ,,ჟიული შარტავა –ეროვნული გმირი“ –თემის განხორციელების პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთო მთელი კლასი.მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვეცნობოდი და ინდივიდუალურად ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას.ამ პროექტით მოსწავლეებმა უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყვეს ჟ.შარტავას სამაგალითო ზნეობის,მამულიშვილის ცხოვრების დღემდე უცნობი მრავალი დეტალის შესახებ. მოსწავლეებში ჟიული ,კიდევ ერთხელ წარმოჩინდა როგორც ქვეყნის მოამაგე,ოჯახზე უზომოდ შეყვარებული უანგარო, პირდაპირი,სიმკაცრესა და მოთხოვნილებაშიც სამართლიანი,დაკისრებული საქმიანობის მიმართ ფანტასტიკურად ერთგული, საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული პიროვნება.
თემის პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს სურდათ მიებაძათ ჟიულისთვის, რადგან მათთვის ცნობიი იყო,რომ მოსწავლე ჟიული შარტავა აუდიტორიის წინაშე არასოდეს დაბნეულა, საღი აზროვნების ,ომახიანი ხმის ყმაწვილის ყოველთვის სჯეროდათ და ეამაყებოდათ.
მოსწავლეებმა მოვლენები და ფაქტები მაკუთვნეს შესაბამის ეპოქას. ამ ხაზი გაესვა იმ ფაქტს,რომ ქართულ –აფხაზურ კონფლიქტს წინ უსწრებდა რადიკალურად განწყობილი ძალების დესტრუქციული ქმედება, შემდგომ განვითარებულ მოვლენებში ჩრდილოელმა მეზობელმა ლომის წილი დაიდო.უხეშად ჩაერია რა საქართველოს შიდა საქმეებში,ცალმხრივად მიუდგა მის პრობლემებს, ქართული სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართა საკუთარი სამხედრო, ფინანსური, სადაზვერვო,შეიარაღებული,მატერიალური პროპაგანდისტური პოტენციალი.
მოსწავლეთა პრეზენტაციის დროს ყურადღება გავამახვილე მათ გამართულ მეტყველებაზე,მოსწავლეებმა ზუსტად აღიქვეს სიტუაცია დანარცენები კი საუკეთესო მსმენელები იყვნენ და გონივრულ დასკვნებს აკეთებდნენ.
პროექტის განხორციელების პროცესში ვთანამშრომლობდი მოსწავლეებთან,მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოდ არ ვტოვებდი,ამით ხელი შევუწყვე სოციალური უნარების: გაზიარება,დახმარება,კომუნიკაცია განვითარებას
No comments:
Post a Comment