Monday, October 28, 2019

            ისტ-ის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე



                            ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
მასწავლებლის სახელი და გვარი
ირმა ქვარცხავა
რაიონი
 სენაკი
სკოლა
სსიპ სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური
საშუალო  XI  კლასი
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა პროფილი
6 მოსწავლე,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის თემა
ქართველი რომანტიკოსების ცხოვრება და შემოქმედება (შეჯამება)
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს
ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობაში,ტექსტის ძირითადი იდეის გარკვევაში.

გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო მასალებს რომანტიზმზე და ქართველ რომანტიკოსებზე.მათი შემოქმედების,მოძიებული მასალის მიხედვით აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს,მსჯელობას განამტკიცებენ  არგუმენტებით.
ისტ-ის ტექნოლოგიების  გამოყენებით
     ინფორმაციის მოძიება
თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება
სლაიდ-შოუს მომზადება და Power point-ის გამოყენება

ესგ-ით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები
ქართ.XI. 1.  მოსწავლეს  შეუძლია  საჯარო მოსმენის წარმოდგენა ( ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.


·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით
·         გადმოსცემს სათქმელს.
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან ,სამეცნიერო ლიტერატურიდან.

ქართ .XI .6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების
გაანალიზება,მათში ასახული ინფორმაციის,თემების , იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ.XI. 13. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

ის ტექნ .  VI  .  მოსწავლეს   შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ.V. ისტ საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ ლიტერატურულ მიმდინარეობას -რომანტიზმს, ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებას.
მოსწავლეებმა იციან ინფორმაციის მოძიება -შენახვა ინტერნეტში.აკეთებენ სლაიდ-შოუს Power Point-ის დახმარებით.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1. მისალმება   -  ( დრო 2 წთ)
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება,გაკვეთილის მიზნის,თემის და შეფასების გაცნობა.

აქტივობა 2.  გონებრივი იერიში . (დრო  10 წთ)     
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის შეჯამება.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ რომანტიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, როგორც  საუკუნის სავიზიტო ბარათი:
  1. როდის ჩამოყალიბდა რომანტიზმი საქართველოში?
  2. რა შეადგენდა რომანტიკოსთა ეროვნულ ფასეულობებს?
  3. შეიძლება თუ არა ვუწოდოთ მათ ლირიკული ისტორიის გმირები?
  4. ვინ იკავებს რომანტიკოსთა შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს?
  5. რა იყო რომანტიკოსთა მთავარი  მიზანი?
  6. რა ადგილი უკავია ბუნებას რომანტიკოსთა შემოქმედებაში?
  7. რომელი უფრო სჭარბობს მათ შემოქმედებაში  ეროვნული პრობლემა თუ პიროვნების პრობლემა?
ამ კითხვების გამოყენებით მოსწავლეებს ვთხოვ შეავსონ ცხრილი word-ში

ვიცოდი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.




აქტივობა 3. პრეზენტაცია ( დრო 10 წთ)
მოსწავლეებს  დავყოფ წყვილებად და ვაძლევ დავალებად გააკეთონ პრეზენტაცია Power point-ში
 I   წყვილი- ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება

 II  წყვილი - ნ ბარათაშვილის შემოქმედება

III  წყვილი - გრ.ორბელიანი შემოქმედება
აქტივობა 4. დისკუსია  ( დრო 7 წთ)
 მოსწავლეებს ვუსვამ შემაჯამებელ კითხვას და გავმართავთ დისკუსიას სლაიდებში ნაჩვენები მოპოვებული მასალის ირგვლივ.
აქტივობა 5. კროსვორდის შევსება (დრო 8 წთ)
წინასწარ დაფაზე დაწერილი მაქვს  კითხვები  და მოსწავლეებს ვთხოვ კროს

ვორდის შევსებას Exel - ის პროგრამაზე.( დანართი თან ერთვის )
აქტივობა 6. დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, შევაფასოთ ( დრო 6 წთ)
 მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ ესე „ლიტერატურული სალონი“

        აქტივობა 7 . საშინაო დავალება (დრო 2 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ მოძებნონ ,ამოწერონ არქაული  სიტყვები რომანტიკოსების შემოქმედებიდან.
 შეფასების საგანი და პროცედურები
 ვიყენებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას , დისკუსიის შეფასების რუბრიკას.
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით -ვაძლევ სიტყვიერ უკუკავშირს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები :
სახელმძღვანელო  - ქართული ენა და ლიტერატურა XI  კლასი  - ვახტანგ როდონაია,ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი, ლალი დათაშვილი.
დაფა, კომპიუტერი, WWW.wikipedia.org









              ირმა ქვარცხავას მიერ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისტ -ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის
                                                           რ ე ფ  ლ ე ქ ს ი ა
გაკვეთილი დავგეგმე  ისტ - ის გამოყენებით,სულ სამი აქტივობა :
1 ) სლაიდ -შოუს მომზადება  Power point - ში;
2 ) ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე -ცხრილის  შევსება Word-ში;
3) კროსვორდის შევსება  - Exel - ში.
სასწავლო პროცესში გამოვიყენე წყვილებში მუშაობის მეთოდი,რითაც ხელი შევუწყვე მოსმენის, თანამშრომლობის,ფაქტებისა და აზრების დიფერენცირების, საკუთარი აზრის გამოთქმის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.დისკუსიისას ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ინტერაქციას,ვამოწმებდი მსჯელობის საფუძველზე მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების სისწორეს.
.ისტ-ის გამოყენებით აქტივობების გამოყენების მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა,მათ მიერ მოძიებლი ინფორმაციის დაფიქსირება ვიზუალური საშუალებით,რაც ვიზუალიზაციის უნარს უვითარებს მოსწავლეებს.
ჩემს მიერ გამოყენებულმა  ისტ -ის აქტივობებმა  სასწავლო პროცესში სასწავლო მიზნის მისაღწევად გამოიწვია დიდი ინტერესი და  მოსწავლეთა  ჩართულობის  ზრდა, ხოლო გაკვეთილის მიმდინარეობა მრავალფეროვანი.




საპრეზენტაციო უნარების შეფასება
პრეზენტაციის სახეობა: ინფორმაციის მოძიება კომპიუტერის გამოყენებით და მოძიებული ინფორმაციის პროგრამა Power point -ში მომზადება.
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან


Power point - ის პროგრამაში ინფორმაციის ორაგნიზება

თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება

კითხვაზე ადეკვატური პასუხი

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

0–2
0–4
0–2
0–2

1





2





3







ვიცოდი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.





                              დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ქულები
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით,ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ ,ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2





კითხვები კროსვორდისთვის
1. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი
2. ქართული ინტელიგენციის შეხვედრის ადგილი
3. გრიგოლ  ორბელიანის და
4. სად ცხოვრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძე
5. სად გარდაიცვალა ნიკოლოზ ბარათაშვილი
6. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი
7. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი
8. გრიგოლ ორბელიანის ძმა
9. გრიგოლ ორბელიანის პოპულარულ სიმღერად ქცეული ლექსი
10. ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა



გამოყნებული აქტივობები :
აქტივობა 1 - Power point
აქტივობა 2 ცხრილი Word-ში
აქტივობა 3 კროსვორდი Exel-ში

No comments:

Post a Comment