Tuesday, October 22, 2019


                                                სოციალური პროექტი
სოციალური  პროექტის ავტორი
სახელი გვარი
მალხაზი  ბოკუჩავა
რაიონი/სოფელი
                                                                                                        
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ  უშაფათი

სკოლა
                                                                                           
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის
საჯარო სკოლა

თემის მონახაზი
პროექტის დასახელება:
„ჩემი სოფელი“
საფეხური/კლასი:
საბაზო IX  კლასი
პროექტის განხორციელების დრო :
ორი კვირა,03.10 .2019წ.- 17.10.2019 წ.
აზროვნების ზედა დონის უნარები :    თანამშრომლობის, კვლევის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევის გამომუშავება
პროექტის აქტუალობა:
 მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასულ წელს სენაკის მუზეუმის თანამშრომლების მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია სოფელ  უშაფათის ისტორიის თაობაზე, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად მემუშავა ამ თემის ირგვლივ და ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ამ საქმეში. ეს ხელს შეუწყობს მშობლიური სოფლის წარსულის გახსენებას და მომავალზე ფიქრების  გაძლიერებას. მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან  ამით მოქალაქეობრივი მოვალეობა შესრულებულია და თანაც მოსწავლეები ეცნობიან სოფლის საინტერესო ეპიზოდებს უხუცესი ადამიანებიდან.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
 ქართ.IX.10 მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციისა და განსხვავებული თვალსაზრისების გადმოცემა.
პროექტის მისაღწევი მიზნები/შედეგები

მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარება;
დასახული ამოცანების გადაჭრის გზების  ძიების უნარი;
შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ მათ სოფელის ისტორიაზე. 
მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარების განვითარება;
ჩამოუყალიბდეთ სოციალურ-კულტურული, მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
თემის შინაარსი:
პროექტის -,,ჩემი სოფელი“-ის  განხორციელების  პროცესში  გამოვკითხე მოსწავლეები, რა იყო ცნობილი მათთვის სოფლის ისტორიაზე და შეძლებდნენ თუ არა ამ თემის გარშემო ინფორმაციის მოძიებას.
 დაგეგმილი საქმიანობები:
1.მომზადება-პროექტის თემისა და მიზნის განსაზღვრა მე-9 კლასის მოსწავლეებზე დავალების განაწილება.
2.დაგეგმვა-მასწავლებლის  კონსულტაცია ინფორმაციის მოძიების გზებზე ( შეხვედრები სოფლის უხუცესებთან, მუზეუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრობა).
3.კვლევა- საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაციის დახარისხება
4.წარდგენა-პროექტის ,,ჩემი სოფელი“ პრეზენტაცია კლასის წინაშე
          ჩვენი სოფელი  უშაფათი სამეგრელოს რეგიონის ქ.სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელთა შორის ერთ-ერთი სოფელია, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიითა და მომავლით.
ერთ-ერთ ლეგენდის თანახმად, იქ სადაც დღეს უშაფათია. თურმე თათრის ჯარი მდგარა. მოხდა თათართა  და მეგრელთა ჯარის შეტაკება. თათრის ჯარს უშა სარდლობდა. შეტაკებისას უშა მოუკლავთ. მეთაურის გარეშე დარჩენილი თათრის ჯარი დაბნეულა, დაფანტულა და გაქცეულა ყვირილით: უშა ბათიო ანუ უშა მოკლესო. იმ დღიდან შემორჩა სოფელს სახელი უშაფათი.
     სოფელ უშაფათში არგვეთიდან მომავალი ძველი გზა ჯოლევი-ლეძაძამე, ფოცხოს გავლით ზუგდიდისაკენ და იქიდან კელასურისკენ გადიოდა.
     ,,მაღალ მთებში შეყუჟული სოფელი უშაფათი-ასე იწყებს კონსტანტინე გამსახურდია მე-6 ტომში სოფელზე საუბარს. 
       კონდრატე თათარაშვილის, რომელიც უიარაღოს ფსევდონიმითაა ცნობილი, ისტორიულ რომანში ,,მამელუქი“ ასე  გაიჟღერა სოფლის სახელმა ,,მდინარე  ტეხურის      პირას, სოფელ უშაფათის ბოლოს ორ მთებს შუა საკმაოდ ფართო ველია გადაჭიმული, ეს ველი ნაყოფია მოუსვენარი მდინარის ათი ათასი წლობით მუშაობისა“...
     სოფელი ადრე ერთ-ერთ ჩამორჩენილ სოფლად ითვლებოდა .სახნავი მიწები ძალზე მცირე, მწირი და გამოფიტული იყო, მოჰყავდათ მხოლოდ სიმინდი და ლობიო, აშენებდნენ ნამყენ ვაზს. სოფელში მცხოვრებ გლეხკაცობას სტანჯავდა სიმინდის ნაკლებობა, ხელმოკლ;ეობა. სენაკის ბაზრობაზე ყოველ პარასკევსა და კვირას ათასობით ხალხი იყრიდა თავს, უშაფათელ გლეხკაცს  აქ იოლად გამოიცნობდა ადამიანი ჩამომხმარს და ფეხშიშველს,  დაკონკილ შარვალს ტოტები მუხლებამდე რომ ჰქონდა აკარწახებული. იღლიაში ტომარა ან ყუამდე დალეული წალდი ეჭირა და ასე დაეძებდა  ლუკმას თავისი საცოდავი ცოლშვილისათვის-ასე იგონებს მაშინდელი სოფლის სინამდვილეს სოფლის მკვიდრი ა. უჩანეიშვილი ( იხ. გაზ. ,, კომუნისტი“,1934 წელი N 229)
 მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოში ჩაის კულტურის დანერგვის ცდები დაიწყო. ჩაის პლანტაციების ინტენსიური გაშენებას დიდი ყურადღება დაეთმო  სამეგრელოში. სოფელ უშაფათში ამ საქმის წამომწყები იყო სოფლის მკვიდრი ე. გოგინავა, რომელმაც ჯერ კიდევ 1913 წელს ჩამოიტანა სოფელში ჩაის საცდელი ნერგები.
     სოფლის მკვიდრი სევერიან გაბელია იგონებს:,,1928 წელს სოფელში ჩაის პლანტაციები გააშენეს დიანოზ, ბესარიონ, მანუჩარ გოგინავებმა, სოლომონ ხაბურზანიამ, გაბრო და ესტატე გაბელიებმა, ანტონ ქვარცხავამ, ივლიანე მურღულიამ, ივანე კორშიამ. მაშინ ჰექტარი ჩაის მიწის დამუშავებისა და დარგვისათვის იძლეოდნენ 70 ფუთამდე პურის მარცვალს, სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელს და 200 მანეთამდე ფულს“. (გაზ. ,, კოლხეთი“ 1979 წლის 7 ივნისი).
          1932 წელს სოფელ უშაფათში  ჩაის ფაბრიკის მშენებლობა გადაწყდა. ამ წინადადების ავტორი იყო ი. გვაძაბია, მას მხარი დაუჭირეს  სპეციალისტებმაც, რადგან სოფელ უშაფათი გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენდა ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის. ფაბრიკის მშენებლობაზე მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული რუსი, უკრაინელი, პოლონელი, ბერძენი ეროვნების მშრომელები. ძნელი იყო იმდროინდელი მეურნის შრომა. ნედლეულით
 დატვირთულ ურმებს  10-15 კმ  გავლა უხდებოდათ. პირველი ავტომანქანა 1934 წელს მიიღო ფაბრიკამ. ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო უშაფათის ფაბრიკის ცხოვრებაში, მას შემდეგ წინსვლისთვის სოფლის მცხოვრებლებს თავისი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდათ და მაღალ ეკონომიკურ შედეგსაც აღწევდნენ.
   დიდი სამამულო ომის წლებში სამშობლოს დამცველთა შორის იყვნენ სოფელ უშაფათიდან გ.ხუბუა, რ.კოკაია, პ.ბოჯგუა, ა.საბახტარაშვილი, კ. გაბელია ,ე.გოგინავა,ი.შეროზია,ა.გაბელია,ი.კორშია,ჭ.სიჭინავა,შ.კოკაია.....
     ომში წასულთა მაგივრობა  ქალებმა, მოხუცებმა და მოზარდებმა გასწიეს (ქალბატონ თამარ გაბელიას ნაამბობი 82 წლის, ბატონ ლუდუკი გაბელიას ნაამბობი 96 წლის). დარაზმულობა, ერთსულოვნება, თავდაუზოგავი შრომა, მაღალი პატრიოტიზმი დაეხმარა სოფელში ქალებს ეტვირთათ თავიანთი მამების,ქმრების,ძმებისა და ახლობლების საქმე. ომის წლებსი სოფელ უშაფათში ბევრი ევაკუირებული ჩამოვიდა, რომელთაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საგრძნობი წვლილი შეჰქონდა სოფლის წარმატებებში. ომის შემდეგ სოფელი ისევ შრომის ფერხულში ჩაება. ოდა- სახლები ორსართულიანი სახლებით შეიცვალა. სოფლის ზოგიერთ უბანში გაიხსნა სურსათისა და შერეული ტიპის საქონლის მაღაზიები, სასადილოები. სოფლის ცენტრში გაიხსნა აფთიაქი, ქალთა და მამაკაცთა სამკერვალო, საპარიკმახერო, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სადაც ხშირად იმართებოდა წარმოდგენები. ჩამოყალიბდა მომღერალთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებში.
 1980 წელს უშაფათელებმა აიღეს ვალდებულება ყოველ დღე მიეღოთ და გადაემუშავებინათ 60-100 ტონა ნედლეული.,,უშაფათელებმა რაც ეს ვალდებულება აიღეს, აღარც კვირა იციან და აღარც შაბათი, ოდა სატრაბახოც აქვთ და შედეგიც“.(ჟურნალი ,,ნიანგი“).
   ცნობილი ქართველი მწერალი ნ.დუმბაძე აი, რას წერდა ,,ცხაკაიას რაიონის სოფელ უშაფათის კოლმეურნეობის მშრომელებს ისიც გადაუწყვეტიათ, რომ ნებისმიერ ამინდსა და დღეს კრიფონ ჩაი და ამით უამინდობით გამოწვეული გარღვევა დაფარონ. ააშენოთ ღმერთმა, რა კარგად მოუფიქრებიათ უშაფათელ მშრომელებს, ან როგორ ამშვენებს ამ თაოსნობას მათი სოფლის  სახელი ,რადგან საერთო საქმემ ,,შაბათი და კვირა    არ იცის, როდესაც საქმე მოითხოვს ყველა თვე ,,უშაფათო“, უკვირაო, უპარასკევო, უხუთშაბათოა, გინდ თოვდეს, გინდ წვიმდეს, ერთია“.
 ამით იმის თქმა გვინდა რომ, ჩვენ ახლანდელი თაობა მოწიწებით ვინახავთ ჩვენი სოფლის ტრადიციებს, არ ვივიწყებთ იმათ ვისაც უსაზღვროდ უყვარდა მშობლიური უშაფათი, თავიანთი ღვიძლი საქმე და შეგნებული ჰქონდათ თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი მოვალეობა.
  1980 წელს სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიიღო თამარ გოგინავამ, ლენინის ორდენით დაჯილდოვდა  თამარ გაბელია და ზოლა გაბელია. სიმინდის კულტურის მოყვანაში გაჯი გაბელია.
     მას შემდეგ რაც უშაფათის  ჩაის ფაბრიკამ შეწყვიტა ფუნქციონირება და ჩაის პლანტაციები გაველურდა, სოფლის მოსახლეობამ დაიწყო თხილის  დარგვა.
  საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მოყვა ფართომაშტაბიანი ლაშქრობა რელიგიისა და ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წინაარმდეგ.1923-1924 წწ იყო ამ ბრძოლის კულმინაციური პერიოდი, როდესაც ადგილობრივი კომუნისტები და კომკავშირელები დიდი მონდომებით შეუდგნენ ეკლესია- მონასტრების მასობრივ დახურვას. იმ დროისათვის დაიხურა 1217 მართმადიდებელი  ქართული ეკლესია, ვინც პროტესტს გამოთქვამდა აპატიმრებდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდნენ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ მათ რელიგიურ გრძნობებს. სოფელ უშაფათში არის ადგილი, სადაც დანგრეული  ეკლესიის საძირკველია შემორჩენილი  და ეს არის უშაფათელებისთვის წარსული დიდება, რომელიც მშვიდობიან და ბედნიერ აწმყოს რომ გადახლართვია....(დანართი 1.)
     ამჟამად ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება რელიგიისადმი შეიცვალა, ისინი სულ უფრო ეტანება  სარწმუნოებასა და ეკლესიას, ეწაფება ქრისტიანობის ჰუმანისტურ იდეებს.

       პროექტის მსვლელობისას გამოვიყენე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი-დაკვირება. საჭიროების შემთხვევაში მოვახდინე ჩარევა, რათა მოპოვებული ინფორმაცია ყოფილიყო სანდო წყაროდან აღებული.
       პროექტისათვის საჭირო რესურსები:

          სოფლისა და ქალაქის საჯარო  ბიბლიოთეკა
           სენაკის მუზეუმი
           ადამიანური რესურსი
  

                 მოსწავლეების ინტერვიუ სოფლის ხანდაზმულ ადამიანებთან 









        მოსწავლეები  ამაყობენ წარსული დიდებით.  1923-1924 წლებში დანგრეული სოფლის ეკლესია, სადაც დღეს მხოლოდ ეკლესიის საძირკველია შემორჩენილი













მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას












                           სოციალური პროექტის რეფლექსია

       მეტად სინტერესო გამოდგა ჩვენთვის სოციალურ პროექტზე, თემით ,,ჩემი სოფელი“ მუშაობა. მე-9 კლასის მოსწავლეები სიხარულით ჩაებნენ მასში .მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია საიტერესო იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც. მუშაობის პროცესში ისინი აკეთებდნენ  პრეზენტაციას, თავიანთ მოსაზრებას აცნობდნენ თანატოლებს.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა აქტიური მოსმენის, დამოუკიდებელი აზროვლების, ლოგიკური მსჯელობის, პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბებაში.
     მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა გვქონდა დასახული:
1)      ჩაგვეწერა სოფელ უშაფათში მცხოვრები ადამიანების მიერ მოყოლილი ისტორიები სოფლის შესახებ, სკოლისაგან თავისუფალ დღეებში ვახორციელებდით ამ სამუშაოს და თითქმის ერთი კვირა მივანდომეთ.
2)      ჩვენს მიერ შეგროვებული  მასალა დავახარისხეთ და ისე მოვემზადეთ პრეზენტაციისათვის.

                                                                                                     22.10. 2019 წელი.




No comments:

Post a Comment