პროექტის ხელმძღვანელი
|
ირმა ქვარცხავა
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
რაიონი
|
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტი
|
სკოლა
|
სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
|
სამიზნე ჯგუფი
|
მე-6 კლასი
|
პროექტის თემა
|
,, მოვუფრთხილდეთ გარემოს‘’
|
პროექტზე მუშაობის
ვადები
|
დასაწყისი 25.09.2019 წთ.
დასასრული 08.10.2019 წთ.
|
პროექტის აქტუალობა
/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
|
ადამიანს,რომელსაც ბუნების სიყვარულის გრძნობა აქვს,ნათლად ხედავს და
შეიგრძნობს მას : ესმის ,რაზე ,,მეტყველებს“ მიწა,ტყე,ატმოსფერო და წყალი.
ბუნების სიყვარულს,მასზე ზრუნვას,მისი ხსნის სურვილსა და უნარს,გარემოს შენარჩუნებისათვის შეგნებული
პასუხისმგებლობის გრძნობას ბავშვობის ასაკში ეყრება საფუძველი.
|
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიეტირებული
სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს სიღრმისეული
ცოდნა და უნარ-ჩვევები დავალებების შესრულებისას,რომელიც
მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ ქცევას და სწავლის
რეალური შედეგის ჩვენებას .
რა უპირატესობა
აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
Ø იზრდება
მოსწავლეთა ჩართულობა ,საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება
.
Ø იზრდება
კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა , მაგალითად ,აზროვნების მაღალი
დონე ,პრობლემების გადაჭრა , კომუნიკაცია , თანამშრომლობა .
Ø მოსწავლეები
მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე , განსხვავებით ტრადიციული
მოდელისგან.
Ø პროექტზე
დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს , რაც სწავლის
მაღალ ხარისხს განაპირობებს.
Ø მოსწავლე
ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან
ურთიერთობას,რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ
განვითარებაში.
პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები
მიზნები:
1.დაკვირვების
საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
2. დაბინძურებული
გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა,მსჯელობა იმის შესახებ
თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
3.გრძელვადიანი მიზნები:
მოსწავლემ
შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან,შეძლოს
გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური
პრობლემების გადაწყვეტაში.
4.გააცნობიერონ გარემოს
დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
საგანი -ქართული ენა და ლიტერატურა
სტანდარტები:
ბუნ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრტელობაზე
მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
ბუნ.VI.
10. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება,მათი მნიშვნელობის
აღწერა და დასაბუთება.
მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდებათ 21- საუკუნის
უნარები:
Ø კრიტიკული
აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
Ø შემოქმედებითი
უნარები
Ø კომუნიკაციის
უნარი
Ø ინფორმაციის
ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
პროექტის მსვლელობა
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოზე
ზრუნვის უნარ-ჩვევები,ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე,არამედ
სხვა კლასების მოსწავლეებზე,რომლებისთვისაც ჩვენი პროექტი კარგი მაგალითის მომცემი
იქნება.
პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ,როცა აღმოვაჩინეთ თუ
როგორ მომრავლდა ჩვენს ირგვლივ დაბინძურებული ადგილები. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა როლი
პროექტში,დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.
შეხვედრა პირველი:
პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით.ამ ფაზაში მოსწავლეებს
განვუმარტე პროექტის მიზანი: გარემოს შენარჩუნებისათვის შეგნებული პასუხისმგებლობის
გრძნობის აღძვრა.გავაცანი პროექტებით სწავლების
მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები,როგორ უნდა წარიმართოს პროექტი.
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ,რომ
ნაგავი ჩნდება იქ,სადაც ადამიანია.ადამიანები
მოიხმარენ უამრავ საგანს,საკვებს,მასალას,რის შედეგაც ჩნდება ის,რაც ადამიანებს არ სჭირდებათ-ნარჩენები.
მოსწავლეებს შევთავაზე ასეთი აქტივობა-,,ექსკურსია ბუნებრივ
გარემოში“ და ვთხოვე მათ დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.მათ დაინახეს,რომ ბუნების
ყველა ფენომენი-სილამაზე,საოცრება და თვით ,,სიბრძნეც“ ხშირად ერთი არსებითი ძალით
გარკვეული მიზნის მისაღწევად განისაზრვრება.
( დანართი 1.)
აქტივობის არსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან
ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით,არამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ,რომ ბუნებრივი
გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან. ( დანართი 2)
1.სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
2.როგორი გარემოა სკოლის ეზოში? სოფლის ცენტრში?
3.როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
4.სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
5.რა სახის ნარჩენები არსებობს?
შეხვედრა მეორე
მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების
მიზნით გავაცანი მასალა
ვიკიპედიიდან.
რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა
ქმედებების სავალალო შედეგები.წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
1.თქვენი აზრით,რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას
ადამიანისათვის?
2თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას
ცხოველებისათვის?
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს,თუ როგორი სავალალო შედეგების
მოტანა შეუძლია დაბინძურებულ წყალს,ჰაერს.
შეხვედრა მესამე
მას შემდეგ,რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა,რომ გარემოს
დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის,გაჩნდა კითხვა:
როგორ
დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
მოსწავლეებს განვუმარტე,რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი
ხერხია გარემოს დასუფთავება.მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილენის
პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული
ნაგავი მოათავსეს ურნაში. (დანართი 3 ).
მათ ამ ფორმით შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ
უნდა დაიცვან გარემო.
შეხვედრა მეოთხე
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია სურათების სახით,რომელიც
გამოაკრეს საკალასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
შემდეგ შეავსეს თვითშეფასების ანკეტა. ( დანართი 4) .
შეფასება:მოსწავლეების შეფასებას ვახდენ განმავითარებელი
კომენტარებით . მათ შეფასებას ვახდენ პროექტის პროექტის სამივე ეტაპზე.
1.შეფასდა მათი ინტერესი და წინარე ცოდნა.
2.თანამშრომლობის უნარი , ინფორმაციის მოძიების და დახარისხების
უნარი.
3.პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო და შემოქმედებითი
უნარები .
დასკვნა:
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილები ,სადაც გამოყენებულია
კომპიუტერი ,პროექტორი ,აუდიო და ვიდეო მასალები და უფრო მეტად , თუ თვითონ ღებულობენ
მონაწილეობას სხვადასხვა ინფორმაციისა და საჭირო მასალის მოძიებაში.
პროექტის მსვლელობის პროცესში მათ მივეცი დავალება ცხრილის
შესადგენად გამოიყენონ Microsoft
word -ის პროგრამა,რითაც გამოეთვალათ მათ მიერ მოგროვებული
ნარჩენის მასა,მიღებული მონაცემებით ააგონ წრიული დიაგრამა.
ნარჩენების კატეგორია
|
მასა
|
1.ქაღალდი და მისი სახეები
|
0.200
|
2.ლითონის სახეები
|
1.0
|
3.პლასმასის და პლასტიკატის ნივთები
|
6.0
|
მინის საგნები
|
0.8
|
სხვა
|
0.2
|
სულ
|
8.2
|
შემიძლია ვთქვა ,რომ ამ პროექტის შემდეგ ბავშვებს აღარ
გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე რა მნიშვნელობა
აქვს გარემოს ადამიანისათვის,როგორ ზიანს აყენებს დედამიწას,რის გაკეთება შეუძლიათ
ამ პრობლემის გადასაჭრელად და როგორ მოიქცნენ შესაბამის შემთხვევაში.
პროექტისათვის საჭირო
რესურსები:
აპარატურული უზრუნველყოფა:
კომპიუტერი,მეხსიერების ბარათი,მობილური ტელეფონი,კომპიუტერი,მეხსიერების ბარათი,მობილური
ტელეფონი,ფოტო-კამერა,პრინტერი,პროექტორი.
პროგრამული უზრუნველყოფა:
ბეწდური მასალები
- 1.
ეროვნული სასწავლო გეგმა
2. ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში
მასალები- ნოუთბუქი,ქაღალდი,
სტიკერები,პოლიეთილენის პარკები,ხელთათმანები.
პროექტის გეგმა და პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ: irmaqvarcxava.blogspot.com
მოსწავლეებმა ტერიტორია დაასუფთავეს, ნაგავი ტომრებში მოაგროვეს და ნაგავსაყრელზე წასაღებად გაამზადეს
შეგროვებული ნაგავი ურნაში მოათავსეს
მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ანკეტა
მოსწავლეთა თვითშეფასების ანკეტა
თვითშეფასების ანკეტა
1.
კმაყოფილი ხარ თუ არა მუშაობის
პროცესით:
ა) კი;
ბ) არა; გ )
არ ვიცი
2.
შეიძინე
თუ არა ახალი ცოდნა მუშაობის პროცესში?
ა) კი
; ბ)
არა.
3. გამოიმუშავე ან განიმტკიცე თუ არა რაიმე ახალი უნარი
მუშაობის პროცესში?
ა)
კი ;
ბ) არა
4 .რა როლს ასრულებდი მუშაობისას?
ა)
ინიციატორის
ბ)
შემსრულებლის
5. გაგიჭირდა
თუ არა ჯგუფში მუშაობა?
ა)
არა; ბ) კი
6. ინფორმაციის რომელი წყაროებით
იმუშავე?
ა)
ბეჭდური; ბ) ელექტრონული
7. იგრძენი თუ არა თავი კმაყოფილად?
ა) კი ; ბ)
არა
7. მიიღებ თუ არა მომავალში მონაწილეობას
ამგვარ პროექტებში?
ა) კი
; ბ) არა
რეფლექსია
VI
კლასში განვახორციელე სოციალური პროექტი ,, მოვუფრთხილდეთ
გარემოს“.იდეა თვით მოსწავლეებისგან წამოვიდა,მათ გამოთქვეს სურვილი მიეღოთ მონაწილეობა
პროექტზე მუშაობაში.მათ დაკვირვების საფუძველზე აღწერეს ლოკალური გარემო და დაადგინეს,თუ
როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები
გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.გამოთქვეს მოსაზრება თუ როგორ არის შესაძლებელი ავიცილოთ თავიდან
გარემოს დაბინძურება.პროექტის მსვლელობის პროცესში
ისინი თანამშრომლობდნენ უფროსებთან და თანატოლებთან. დადებითი მხარეა ის ,რომ მოსწავლეების მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ნარჩენების
შესამცირებლად.გარემოს ნარჩენებისაგან დასაცავად
განვახორციელეთ დანაგვიანებული გარემოს გასუფთავება.
პროექტის დასრულების შემდეგ შეფასდა მათი თანამშრომლობის უნარი, შეფასებას ვახდენ
განმავითარებელი კომენტარებით.
No comments:
Post a Comment