Monday, October 28, 2019

       ისტ-ის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

გაკვეთილის მთავარი თემა
ანა კალანდაძის ცხოვრება და მოღვაწეობა
ლექსი ,, ფეხი დამადგით“-გარჩევა
საგანი
მასწავლებლის სახელი,გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
ირმა ქვარცხავა
სწავლების საფეხური
საბაზო,    IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
3 მოსწავლე,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან და შეაჯამებენ ანა კალანდაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას და განიხილავენ მის  ლექსს-,,ფეხი დამადგით.“
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები

ქართ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.IX.6 . მოსწავლეს  შეუძლია  პრობლემურ  ან სადავო    საკითხებზე  სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ .IX.11.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით

ისტ.ტექნ.V.1. სხვადასხვა სახის ისტ საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ისტ. ტექ.V.2.ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,შენახვისა და ორგანიზების დროს.
ისტ.ტექ.V.3.სხვადასხვა სახის ისტ საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეები წინა კლასებიდან იცნობენ ანა კალანდაძის პოეზიას.

ინტერნეტი(მოძიება,შენახვა ),ტექსტური რედაქტორის გამოყენება(ტექსტის შეყვანა და რედაქტირება,ცხრილის ჩასმა და ფორმატირება).


გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1.  მისალმება  -   (   დრო  2 წთ)
მოსწავლეებს ვესალმები და შემდეგ ვაცნობ თემის მიზანს.
აქტივობა 2  . წინარე ცოდნის გააქტიურება (  დრო  7 წთ)
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის შემოწმება.
აქტივობის მეთოდი :პრეზენტაციის წარდგენა.
მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მოეძიებინათ ინფორმაცია ანა კალანდაძის ცხოვრებისა   და მოღვაწეობის შესახებ და ისტ-ის გამოყენებით
 შეესრულებინათ დავალება POWER POINT -ში.
მოსწავლეები წარადგენენ შესრულებულ პრეზენტაციას.http://irmaqvarcxava.blogspot.com/
აქტივობა 3.ვიდეოს ჩვენება -(დრო  4 წთ)
ვაჩვენებ ვიდეო მასალს,სადაც გადმოცემულია ანა კალანდაძეზე ინფორმაცია.
აქტივობის მიზანი: გაეცნონ მწერლის ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომელიც წინასწარ მაქვს მომზადებული, ვიდეოს  ვაჩვენებ  მოსწავლეებს პროექტორით დიდ ეკრანზე.
ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეები  გამოთქვამენ მოსაზრებებს.
აქტივობა 4. კითხვების დასმა.  ( დრო  5 წთ)
 დავსვამ შემაჯამებელ კითხვებს ვიდეოს გარშემო.
აქტივობის მიზანია პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოძიებული ინფორმაციის  შეჯამება.
აქტივობა 5 .ლექსის გაცნობა  .( დრო 15 წთ.)
მოსწავლეებს ვაჩვენებ აუდიო მასალას ,სადაც ანა კალანდაძე თვითონ კითხულობს საკუთარ ლექსს
https://www.youtube.com/watch?v=VzZnsciiD_Q
მიზანი: ლექსის სიღრმისეული წვდომა.მოსწავლეებს ვაცნობ  ლექსს-,,ფეხი დამადგით“.
მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ აღნიშნული ლექსი და მოძებნონ თუ ვინ არის ისტორიული მოღვაწე.
მოსწავლეები უპასუხებენ ჩემს მიერ 
დასმულ კითხვებს:
1.ვის ეძღვნება ლექსი?
2.როდის მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი?
3.სად არის დასაფლავებული დავით მეფე?
4.რას ნიშნავს ეპიტაფია?
აქტივობა 6. შეჯამება .( დრო 10 წთ)
აქტივობის მეთოდი:  პროგრამაWord_ ში ლექსის გადაწერა და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. 
აქტივობა 7. საშინაო დავალება. (დრო  2 წთ)
მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალების ინსტრუქციას.პროგრამა Word-ში
დაწერონ ესე-,,ჩვენი სიამაყე-დავით აღმაშენებელი“


შეფასების საგანი და პროცედურები
განმსაზღვრელი,განმავითარებელი.
საპრეზენტაციო უნარების შეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი.
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მეცხრე კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო ,დაფა,კომპიუტერი.პროექტორი
,კროსვორდი.
ელექტრონული რესურსები:

burusi.wordpress.com/2009/05/30-ana kalandaZe
Yotube.com/watch?V=VzZnsciiDQ


მასწავლებელი                                     


თარიღი:18.10.2019 წელი





                რეფლექსია

18.10.2019 წელს    IX     კლასში  ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩავატარე გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით.გაკვეთილის თემა იყო ანა კალანდაძის ცხოვრება და შემოქმედება-ლექსი -,,ფეხი დამადგით“.
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო ისტ-ის ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ვიზუალური მასალის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება.
გაკვეთილის დაგეგმვისას გამოვიყენე 3 აქტივობა ისტ-ის საშუალებით.
1.      სლაიდ-შოუს მომზადება Poverpoint-ში
2.       ლექსის გაცნობა და ანა კალანდაძეზე აუდიო მასალის ჩვენება
3.      ლექსის პროგრამა Word-ში გადაწერა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
გაკვეთილი გამოვიდა მეტად საინტერესო.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კითხვა-პასუხში,დისკუსიაში,გამოიყენეს კომპიუტერული პროგრამები და შეძლეს საკითხის საინტერესოდ და სახალისოდ წარმოჩენა.
გაკვეთილზე გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით,დაცული იყო დროის ლიმიტი.მიზნობრივად გამოვიყენეთ სასწავლო რესურსი.
                                                                        21.10.2019.წელი
            











ირმა ქვარცხავა


გაკვეთილის გეგმა  ისტ- ის გამოყენებით
მასწავლებლის სახელი და გვარი
ირმა ქვარცხავა
რაიონი/სოფელი
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
VII
მოსწავლეთა რაოდენობა
5 მოსწავლე /სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის თემა
ნოდარ დუმბაძის ცხოვრება და  მოღვაწეობა.ნაწყვეტი ,,წერილი’’რომანიდან ,,მე,ბებია,ილიკო და ილარიონი’’  
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან და შეაჯამებენ ნოდარ დუმბაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას და განიხილავენ ნაწყვეტს ,,წერილი’’მისი ნაწარმოებიდან ,,მე,ბებია,ილიკო და ილარიონი’’
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები /სტანდარტები
ქართ.VII.7. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ.
·         აფასებს პერსონაჟის მოქმედებას:ახასიათებს მათ საქციელისა და მეტყველების მიხედვით.
ქართ.VII.12. მოსწავლე ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმას და სტილს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
·         წერს წერილს მეგობარს,წიგნის ავტორს,პერსონაჟს,გამოჩენილ ადამიანს,შესაბამისად ცვლის წერის სტილს.
ის. ტექნ.V.5.  სხვადასხვა სახის ისტ საშუალებების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის. ტექნ.V.6. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები წინა კლასებიდან იცნობენ ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს,იციან მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1. მისალმება -    დრო 2  წუთი.
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება  - მიზნის ,თემის და შეფასების გაცნობა.

აქტივობა 2. წინარე ცოდნის შეჯამება  - დრო 7 წუთი.
აქტივობის მეთოდი -პრეზენტაციის წარდგენა.
      მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მოეძიებინათ ინფორმაცია ნ.დუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობის შესახებ და ეს დავალება შეესრულებინათ  Power point  http://irmaqvarcxava.blogspot.com/
-ში.
მოსწავლეები წარადგენენ შესრულებულ პრეზენტაციას,რასაც ვიხილავთ პროექტორით დიდ ეკრანზე.

აქტივობა 3. გონებრივი იერიში.  -  დრო  5 წუთი.
აქტივობის მიზანი : მწერლის ცხოვრების და მოღვაწეობის შეჯამება.
მეთოდი: კითხვა-პასუხი
  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა მწერალი?
  2. იყო თუ არა ნოდარ დუმბაძე  ხალხის საყვარელი მწერალი?
  3. რომელი საბავშვო ქალაქი დაარსა მან?
  4. როდის გარდაიცვალა და სად განისვენებს მწერალი?

აქტივობა 4 . ნაწარმოების გაცნობა. დრო - 10 წუთი.
მოსწავლეები ეცნობიან ნაწყვეტს ,,წერილი’’ ცნობილი რომანიდან  ,,მე,ბებია,ილიკო და ილარიონი ‘’. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და ყოფენ მას ნაწილებად.
აქტივობა 5. ფილმის ჩვენება .  დრო - 8 წუთი.( წერილის ეპიზოდი ფილმში). https://www.youtube.com/watch?v=fF6J-XbTmws

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარონ რომანის მოცემული ნაწყვეტი და  ფილმის იგივე ეპიზოდი.ნახონ მსგავსება-განსხვავება მათ შორის.

აქტივობა 6. ტექსტის გააზრება და შეფასება.- დრო 5 წუთი.
მიზანი: ტექსტის სიღრმისეული წვდომა.
მეთოდი: მოსწავლეები კომპიუტერულ პროგრამა Word-ში აკრიფავენ და შეადგენენ ტექსტის გეგმას,რომელიც  (სავარაუდოთ ) ასეთ სახეს მიიღებს:
ა . საგაკვეთილო პროცესი;
ბ. ვაშალომიძის გარეთ  გაგდება;
გ.ზურიკელას წერილი მერის;
დ.საღამო ილიკოსთან;
ე. მერისთვის განკუთვნილი წერილი;
ვ.წერილების არევა ;
ზ. წერილით გამოწვეული მხიარულება;
თ. მერის გამოჩენა.

აქტივობა 7.პირადი წერილები .  დრო  -5 წუთი.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან  პირადი წერილის ელემენტებს და ისწავლიან,თუ როგორ გამოხატონ საკუთარი ემოციები წერილის მეშვეობით.

აქტივობა 8. შეჯამება,შეფასება  - დრო  3 წუთი.
საშინაო დავალების მიცემა.
მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ თითო წერილი მოცემული ნიმუშის მიხედვით. მეშვიდე კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო გვ.102.



შეფასების სქემა და პროცდურები
განმსაზღვრელი,განმავითარებელი.ვიყენებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
VII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო   ავტ: ვ.როდონაია
                                            ნ .ნაკუდაშვილი
                                             ა. არაბული
                                             მ.ხუციშვილი
პრეზენტაცია - ,,ნ.დუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ფილმი ,, მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“.
www.vikipedia.org-ნოდარ დუმბაძე


 ირმა ქვარცხავას მიერ VII კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისტ-ის გამოყენებით  ჩატარებული გაკვეთილის 


                                                       რეფლექსია

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი დავგეგმე ისტ-ის გამოყენებით:სულ 3 აქტივობა
1)        წინარე ცოდნის გააქტიურება Power point -ში ( ინფორმაციის მოძიება ნ.დუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობის შესახებ)
2)      ფილმის ჩვენება
3)      ტექსტის სიღრმისეული წვდომა ( Word-ში ტექსტის გეგმას აკრიფავენ)
     ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, გაცნობოდნენ ნ.დუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობას.მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ თითოეულ დავალებას.  სასურველ მიზანს მივაღწიე ინტერაქტიული მიდგომით,მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობით.საერთო საქმეში ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ, რის შედეგადაც მოსწავლეებს განუვითარდათ საკუთარი აზრის გამოთქმის,ინფორმაციის დახარისხების,მსჯელობის,ანალიზის,შეფასების უნარ-ჩვევები. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობის,ცოდნის სხვისთვის გაზიარების უნარ-ჩვევა.
ისტ-ის გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა მრავალფეროვანი,საინტერესო და სახალისო.

დანართი 1
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
          კარგი
საშუალო
უჭირს
მსჯელობს გამოთქვამს
მოსაზრებებს, ვარაუდებს.



არქიტექტურის სეხეებისა და შენობების მნიშვნელობის გაცნობიერაბა.



ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს



უჩვენებს სახელდახელო ნამუშევარს თანაკლესელებს და ატარებს პრეზენტაციას.




პრაქტიკული სამუშაოს შეფასების რუბრიკა
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

ორაგნიზებულობა (დროის ლიმიტის დაცვა, საჭირო აჭურვილობის ფლობა)


მასალის, ტექნიკის და მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებების ფლობა

შემოქმედებითობა, ანუ რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნიკას,მასალას და მხატვრულ გამომსახველობიტ ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად

თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

0–1
0–3
0–4
0–2

1





2





3







საპრეზენტაციო უნარების შეფასება
პრეზენტაციის სახეობა: ინფორმაციის მოძიება კომპიუტერის გამოყენებით და მოძიებული ინფორმაციის პროგრამა Power point -ში მომზადება.
მოსწავლე
შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან


Power point - ის პროგრამაში ინფორმაციის ორაგნიზება

თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება

კითხვაზე ადეკვატური პასუხი

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

0–2
0–4
0–2
0–2

1





2





3




















მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
თარიღი –––––––––––––––––––
სახელი გვარი –––––––––––––––––––––
(დიახ, არა, ნაწილობრივ )
1. აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთილო პროცესში –
2. მონაწილეობა მივიღე პრეზენტაციაში –
3. ვპასუხობდი დასმულ კითხვებს –
4.  ჩავერთე დისკუსიაში –
5. ვთანამშრომლობდი ჯგუფთან –
6. კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით –
სმაილი-ის სურათის შედეგი  შემაჯამებელი შეფასება –


3
 
სმაილი-ის სურათის შედეგი


2.
 
1.jpg
1.   


შთაბეჭდილება დღევანდელ გაკვეთილზე:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


აქტივობა 1 -Powerpoint

აქტივობა 2.ფილმის ჩვენება 

აქტივობა 3 

  მოსწავლეები წერენ ტექსტის გეგმას პროგრამა Word-ში
ა. საგაკვეთილო  პროცესი
ბ.ვაშალომიძის გარეთ გაგდება
გ.ზურიკელას წერილი მერის
დ.საღამო ილიკოსთან
ე.მერისთვის განკუთვნილი წერილი
ვ.წერილების არევა
ზ.წერილით გამოწვეული მხიარულება
თ.მერის გამოჩენა