Saturday, September 30, 2017

გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის თემა
მიხეილ ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი“
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
საბაზო  2ე-9
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
 
 
 
გაკვეთილის მთავარი თემა
მიხეილ ჯავახიშვილის ,, მიწის ყივილი“
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ჩემი მიზანია  მოსწავლეებს გავაცნო ქართველი ემიგრანტების ცხოვრება.მათი ემიგრაციაში ყოფნის მიზეზები. ინდივიდუალურად და ფრაგმენტულად წავაკითხო ტექსტი.შევასწავლო სასვენი ნიშნის ფუნქცია წაკითხული ტექსტის მონაკვეთში.ვაცნობ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისს და არგუმენტებს.საკუთარი დამოკიდებულება ტექსტში  ასახული პრობლემის მიმართ გამოხატონ ესე-ს სახით.
განუვითარო მოსწავლეებს პრობლემურ თემაზე მსჯელობის, კვლევის , ინფორმაციის დახარისხების,თანამშრომლობის,პრეზენტაციის უნარები. მოსწავლეებმა შეაფასონ ემიგრანტთა ცხოვრება, მათი სულიერი მდგომარეობა, ამოიცნონ ნაწარმოების თემა,ახსნან სასვენი ნიშნის დანიშნულება ტექსტში.
ქართ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავოსაკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
ქართ.IX.მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა,მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
წინასწარი ცოდნა
 ზოგადად ჰქონდეთ ინფორმაცია ემიგრაციაზე,ემიგრანტებზე,ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე. მოსწავლეებს აქვთ ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი.
შეფასების საგანი და პროცედურები
შევაფასებ ინდივიდუალურ მუშაობას,პრეზენტაციას,ჯგუფურ მუშაობას,საშინაო დავალებას.
შეფასება მოხდება წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 
გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა გამოწვევა
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს:
ა) რა არის სიტყვა ემიგრანტი?
ბ) გყავთ თუ არა ვინმე ემიგრაციაში ?
დ) გსმენიათ თუ არა რამე ემიგრანტებზე?
ე) გინახიათ თუ არა რომელიმე მხატვრული ფილმი ამ თემაზე?
ვ) რა იწვევდა ადამიანების გადახვეწას საზღვარგარეთ ძველად?
დ) და რა იწვევს ახლა?
 
 კლასში გავმართავთ დისკუსიას.
 
B-ფაზა შინაარსის რეალიზება
აქტივობა 1. მინი ლექცია
ვატარებ მინი- ლექციას თმაზე  მ.  ჯავახიშვილის ,,  მიწის ყივილი’’
 
ვისაუბრებ ემიგრანტთა ცხოვრებაზე,მათ პრობლემებზე.
მთავარი გმირის  სულიერ ტრაგედიაზე.
 
აქტივობა 2. ტექსტის კითხვა
მოსწავლეებს  ინდივიდუალურად  და ფრაგმენტულად  წავაკითხებ ტექსტს.ისინი ამოიცნობენ ნაწარმოების მთავარ თემას და  წარმოადგენენ მას პრეზენტაციის სახით.
 
აქტივობა 3 .სასვენი ნიშნების ფუნქცია
ავხსნი სასვენი ნიშნების ფუნქციას წაკითხული ტექსტის მონაკვეთში.
ვაძლევ დამოუკიდებელ სავარჯიშოს სასვენ ნიშანთან დაკავშირებით,რასაც წარმოადგენენ ინდივიდუალურად.
აქტივობა 4.ჯგუფური მუშაობა
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და ვაძლევ განსხვავებულ დავალებებს.
 
 
I  ჯგუფი-ლიტერატორთა-ტექსტის მიხედვით გადმოსცენ მშობლიური ენის გახსენებამ თუ რა გაფერმკრთალებული მოგონებები გაუცოცხლა მოხუცს,ახსნან მოხუცის ქცევა,შეაფასონ ანდრე კაშორის ოჯახის წევრების საქციელი.
II -ჯგუფი-ჟურნალისტთა
მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია ქართველ ემიგრანტებზე,იმსჯელონ ემიგრანტთა პრობლემებზე,გადმოსცენ სამშობლოს მონატრებულ ადამიანთა ფიქრები,განცდები.
III-ჯგუფი ისტორიკოსთა.ისტორიულ წყაროებზე  დაყრდნობით გადმოსცენ ემიგრანტთა ცხოვრება. იმსჯელონ ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე. გააკეთონ ვენის დიაგრამა, შეადარონ დღევანდელ ემიგრანტთა ისტორიას.
 
თითოეული ჯგუფი აკეთებს პეზენტაციას.
მოსწავლეები წარმოადგენენ 20-იან წლებში საფრანგეთში  გადახვეწილ ქართველებს,ქართველ ემიგრანტთა სასაფლაოს ლევილში.
აჩვენებენ ნაწყვეტს კინოფილმიდან ,,ფესვები“. დაუკავშირებენ ანდრო კაიშაურის  ბედს და აკეთებენ დასკვნას,გაიაზრებენ მთავარი გმირის ტრაგედიას.
 
c.ფაზა-რეფლექსია
მოსწავლეს  ვაძლევთ  დავალებას  შეავსონ  ცხრილი-- ვიცოდი, გავიგე და მინდა ვიცოდე.
შევაჯამებ გაკვეთილს ,  შევაფასებ მოსწავლეებს და  მივცემ  საშინაო  დავალებას_დაწერონ ესე თემაზე ,,ანდრო კაიშაურის პიროვნული ტრაგედია’’ .
 
 
 
 
 
 

Friday, September 29, 2017

სახელი-ირმა
გვარი-ქვარცხავა
დაბადების თარიღი-1974.წ.02 .04
განათლება-უმაღლესი
სპეციალობა-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწ.
სამუშაო გამოცდილება-23წელი
სამუშაო ადგილი-უშაფათის საჯარო სკოლა
საცხოვრებელი ადგილი-სენაკი უშაფათი
საქონტაქტო ინფორმაცია-595001974